საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება

მიღების თარიღი 03.09.2015
ძალაში შესვლა 03.11.2015
გამომცემი ორგანო სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2)
ნომერი №პუნქტი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2015
matsne.gov.ge 1,055 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2015 მიღება
03.11.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 სამუშაოები  და საქონელი
2 საკონსულტაციო მომსახურება
3 პროცენტი
4 გაუნაწილებელი
ნომერი პუნქტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)“ №2 ცვლილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 23.04.2015 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 10.12.2021 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი II)“ ცვლილებისა და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი II)“ ცვლილების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 88% 28.10.2015 საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 05.11.2024 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 17.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი II) ცვლილება აზიის განვითარების ბანკი 10 ივლისი 2015 ბატონ ნოდარ ხადურს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ.16, 0114 თბილისი, საქართველო ბატონო მინისტრო, სესხი 2879/2880-GEO: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 სასესხო ხელშეკრულებების ცვლილება 1.  ვეყრდნობით რა სასესხო ხელშეკრულებას (ჩვეულებრივი ოპერაციები)  საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB”) შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილს და სასესხო ხელშეკრულებას (განსაკუთრებული ოპერაციები) საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB”) შორის  2012  წლის 24 ივლისს  ხელმოწერილს (შემდგომში „სასესხო ხელშეკრულებები“). ყველა აქ გამოყენებულ ტერმინს, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებებში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს. 2.  2015 წლის 23 ივნისს ADB-მ დაამტკიცა პროექტის ცვლილება, მათ შორის საქონლის შესყიდვის ჩათვლით. აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზნით ADB გთავაზობთ, რომ სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც მოყვანილია დანართში. 3.  გარდა წინამდებარე წერილ-შეთანხმებაში მოცემულისა, სასესხო ხელშეკრულებები რჩება უცვლელი. 4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის თანახმად, სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილი შესწორებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის არსებულ გამონაკლისებს, როგორც ეს მითითებულია მსესხებლის მიერ. 5.  გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილი-შეთანხმების ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნულ წერილი-შეთანხმების  ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს წინამდებარე წერილი-შეთანხმების ხელმოწერილ ორიგინალს.  პატივისცემით,           შონ ოსალივანი        გენერალური დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის განყოფილება ა. მიღებული და შეთანხმებულია. ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის  გამონაკლისებს. საქართველოს მხრიდან და მისი სახელით სახელი, გვარი: ნოდარ ხადური თანამდებობა:   ფინანსთა მინისტრი თარიღი:  3 სექტემბერი, 2015 დანართი სესხი 2879-GEO (ჩვეულებრივი ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 (i) პუნქტი 4.05 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მსესხებელი მისცემს ADB-ს წარმომადგენლებს პროექტის, საქონლისა და სამუშაოების, ასევე ყველა შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობას.“. (ii) სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) დანართში 2 მოცემული ცხრილი შესწორებულია და შეცვლილია ამ დანართის განრიგით 1. დანართი სესხი 2880-GEO (განსაკუთრებული ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 (i) პუნქტში 1.02 დაემატოს ახალი პარაგრაფი (ზ) და არსებული პარაგრაფი (ზ)-დან (რ)-მდე უნდა გადაინომროს შესაბამისად. „(ზ) „საქონელი” გულისხმობს სასესხო სახსრებით დაფინანსებულ აღჭურვილობასა და მასალებს, შესაბამისი მომსახურების ჩათვლით, როგორიცაა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, დამონტაჟება, ექსპლუატაციაში შეყვანა, სწავლება და საწყისი მომსახურება, გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა;“ . (ii)  პუნქტი 3.05 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ბანკის სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანა, რაც  საქონელს, სამუშაოებსა და საკონსულტაციო მომსახურებასთან იქნება დაკავშირებული  უნდა მოხდეს  იმ ხარჯების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია შემდეგ ხარჯებთან: (ა) საქონელი, სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურებები, რომელთა მოწოდებას ახორციელებს ADB-ის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც ADB-ის მიერ მითითებულია შესყიდვის წყაროების ნუსხაში; და (ბ) საქონელი, სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურებები, რომლებიც აკმაყოფილებს ADB-ის მიერ პერიოულად დადგენილ შესაბამის დამატებით მოთხოვნებს.“. (iii)  პუნქტი 4.02 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ის წარმომადგენლებს ჩაატაროს პროექტის, საქონლისა და სამუშაოების, აგრეთვე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტის შემოწმება.“ . (iv)  დანართი 4-ის სათაური შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა.“ . (v) დანართი 4-ის  პირველი პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.“ . (vi) დანართი 4-ის მე-3 პარაგრაფი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქონელი და სამუშაოები 3.   თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული საქონლის, სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო საკონკურსო ტენდერის საფუძველზე.“. (vii) დანართი 4-ის  მე-9 პარაგრაფის (ა) და (ბ)  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „(ა)  მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახის საქონლის,  სამუშაოების (მათ შორის, კომპიუტერული მოწყობილობების, პროგრამებისა და სისტემების როგორც ცალკე, ასევე სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) შესყიდვისას არ მოხდეს რომელიმე მესამე მხარის საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან მოთხოვნის დარღვევა ან გვერდის ავლა. (ბ) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქონლის, სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ჩამონათვალს, გარანტიებს და, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის ან მომწოდებლის მიერ  ზარალის ანაზღაურების გარანტიას, ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.“ . (viii) დანართი 4-ის მე-12 პარაგრაფში (ა), (ბ), (გ) და (დ)  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „(ა) აგრძელებს საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტის დასრულების წინასწარ განსაზღვრულ ვადას; ან (ბ) თანახმაა საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანაზე ან პირობის გაუქმებაზე, ქვემოთ მოცემულ (გ) ან (დ) პუნქტებში განსაზღვრული ცვლილებების ჩათვლით; ან (გ) გასცემს განკარგულებას საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ისეთი ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იწვევს კონტრაქტის საწყისი ფასის ცვლილებას (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ასეთ ჯამურ მაჩვენებელში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა წინა  და მიმდინარე ცვლილება ან ცვლილებები მოცემული კონტრაქტის ფარგლებში); ან (დ)  გასცემს განკარგულებას საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც იწვევს საწყისი საკონტრაქტო ფასის 15%-იან ცვლილებას (ზრდის ან კლების მიმართულებით), თუნდაც ასეთი ცვლილება არ იწვევდეს საწყისი საკონტრაქტო ფასის გაზრდას. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ასეთ ჯამურ მაჩვენებელში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა წინა და მიმდინარე ცვლილება ან ცვლილებები მოცემული კონტრაქტის ფარგლებში.“ . (ix) დანართი 4-ის მე-14 პარაგრაფის (ბ) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „(ბ) აწარმოოს ჩანაწერები საქონლისა და სამუშაოების კონტრაქტში/დაკვეთაში შეტანილი ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომლებიც არ მოითხოვს ADB-ს წინასწარ დამტკიცებას ზემოაღნიშნული პარაგრაფი 12-ის შესაბამისად და ყოველ 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ADB-ს ასეთი ჩანაწერები.“. (x)  სასესხო ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) დანართი 3-ის ცხრილი შესწორებულია და შეცვლილია წინამდებარე დანართის განრიგით 2. დანართი  განრიგი 1 სესხი 2879-GEO (ჩვეულებრივი ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) ნომერი პუნქტი ADB-ის დაფინანსების მთლიანი თანხის განაწილება ($) კატეგორია სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტული წილი 1 სამუშაოები და საქონელი 36,674,000 მთლიანი ხარჯის 74.58%* 2 საკონსულტაციო მომსახურება 2,761,000 მთლიანი ხარჯის 70.82%* 3 პროცენტი და ვალდებულების გადასახადი 1,616,400 გადასახდელი თანხის 100%* 4 გაუნაწილებელი 7,834,600 სულ 48,886,000 · სესხის მიმღების ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და მოსაკრებლის გარეშე დანართი  განრიგი 2 სესხი 2880-GEO (განსაკუთრებული ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) ნომერი პუნქტი ADB-ის დაფინანსების მთლიანი თანხის განაწილება (SDR) კატეგორია სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტული წილი 1 სამუშაოები  და საქონელი 8,312,000 მთლიანი ხარჯის 25.42%* 2 საკონსულტაციო მომსახურება 758,000 მთლიანი ხარჯის 29.18%* 3 პროცენტი 223,000 გადასახდელი თანხის 100%* 4 გაუნაწილებელი 1,346,000 სულ 10,639,000 ·  სესხის ამღების ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და მოსაკრებლის გარეშე .