„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გადახდის თარიღი |
გადახდის წილი გამოსახული % |
|
15 თებერვალი 2033 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2033 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2034 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2034 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2035 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2035 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2036 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2036 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2037 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2037 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2038 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2038 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2039 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2039 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2040 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2040 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2041 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2041 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2042 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2042 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2043 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2043 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2044 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2044 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2045 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2045 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2046 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2046 |
3.333333% |
|
15 თებერვალი 2047 |
3.333333% |
|
15 აგვისტო 2047 |
3.333343% |
|
ჯამი |
100.000000% |
2. თუ გადახდის პირველი დღისთვის სესხის სახსრები არ იქნება სრულად გამოყენებული, მაშინ მსესხებლის მიერ გადახდის თითოეული დღისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად:
(ა) თუ გადახდის პირველი დღისთვის განაღდებულია სესხის ნებისმიერი ოდენობა, მაშინ მსესხებელი გადაიხდის გამოყენებულ თანხას და გადახდის დღის გადასახდელ თანხას, რომელიც გათვალისწინებულია ამ განრიგის 1-ლი პუნქტით; და
(ბ) გადახდის პირველი დღის შემდეგ გამოყენებული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს გადახდის თითოეულ დღეს იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB გამოყენებული თანხის ნაწილზე გამრავლებით, რომლის რიცხობრივი გამოსახულება განისაზღვრება გადახდის წილით, რომელიც მოცემულია წინამდებარე განრიგის 1-ლ პუნქტში (გადახდის წილი) და რომლის დენომინატორი უნდა იყოს გადახდის დღისთვის დარჩენილი გადახდის წილი, გადასახდელი ოდენობა შეიცვლება საჭიროების შესაბამისად და გამოაკლდება ნებისმიერი ის თანხა, რომელიც მითითებულია ამ განრიგის მე-4 პუნქტში, რომელსაც შეეხება ვალუტის კონვერტაცია.
3. გადახდის ნებისმიერ თარიღამდე 2 კალენდარული თვით ადრე განხორცილებული ნებისმიერი განაღდება უშუალოდ გადასახდელი თანხის დაანგარიშების მიზნით მიიჩნევა გადახდის მეორე დღისთვის გამოყენებულ თანხად და გადახდას დაექვემდებარება გამოყენების დღის მომდევნო გადახდის დღეს.
4. წინამდებარე განრიგის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოცემული დებულებების მიუხედავად, მთლიანი ან ნაწილობრივ გამოყენებული თანხის დამტკიცებული ვალუტაში კონვერტაციის შემთხვევაში, კონვერტირებული თანხა, რომელიც ექვემდებარება გადახდას კონვერტაციის პერიოდში განისაზღვრება ADB-ს მიერ ორიდან ერთერთი მეთოდით: (ა) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირ თანხას დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება კონვერტაციას; ან (ბ) თუ ADB გადაწყვეტს კონვერტაციის სახელმძღვანელოების ფარგლებში, სახელმძღვანელო ტარიფის გაცვლის კომპონენტის შესაბამისად.
5. თუ მოხდება გამოყენებული თანხის ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში დენომინირება, მაშინ წინამდებარე განრიგის დებულებები გამოყენებული იქნება ცალ-ცალკე, სესხის თითოეული დენომინირებული ვალუტისთვის, რათა თითოეული ასეთი თანხისთვის განისაზღვროს ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი.
განრიგი 3
სესხის თანხების გამოყოფა და მიღება
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე განრიგის დანართად მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ხარჯების კატეგორიებს, რომლებიც დაფინანსდება სესხით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით და იმ სახსრებს, რომლებიც გათვალისწინებულია თითოეული კატეგორიისთვის („ცხრილი“). (წინამდებარე განრიგში სიტყვა „კატეგორია“ მიუთითებს ცხრილში მოცემულ კატეგორიაზე).
სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი
2. თუ სხვაგვარად არ მოხდება შეთანხმება ADB-სთან, სესხის სახსრები გამოყოფილი უნდა იქნას და განაწილდეს ხარჯებისთვის და თითოეული განაღდების საბაზისო პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილით.
პროცენტისა და ვალდებულების ხარჯები
3. რაოდენობა, რომელიც მოცემულია „პროცენტის და ვალდებულების საფასურის“ კატეგორიაში, განკუთვნილია პროექტის განხორციელების ეტაპზე პროცენტის და ვალდებულების ხარჯების დასაფინანსებლად. ADB უფლებამოსილია გამოიტანოს სესხის ანგარიშიდან და გადაიხადოს თავად, მსესხებლის სახელით, თანხები, რომლებიც საჭიროა გადასახდელების დასაფარად, საჭიროებისამებრ, ამგვარი პროცენტებისა და ვალდებულებებისთვის.
გადანაწილება
4. მიუხედავად სესხის სახსრების განაწილების და პროცენტული მაჩვენებლებისა, რომლებიც მოცემულია ცხრილში ქვემოთ,
(ა) თუ ნებისმიერი კატეგორიისთვის გამოყოფილი თანხა არ იქნება საკმარისი კატეგორიისთვის განსაზღვრული ყველა ხარჯის დასაფარად, მაშინ ADB-მ შეიძლება მსესხებელთან კონსულტაციის საფუძველზე: (i) გადაანაწილოს კატეგორიისთვის გამოყოფილი სახსრები, რათა გამოსწორდეს კონკრეტული კატეგორიის ხარვეზები. ამისთვის ADB-მ შეიძლება თანხა მოაკლოს იმ კატეგორიას, რომელსაც მისი შეხედულებით არ სჭირდება გამოყოფილი თანხა სრული ოდენობით; და (ii) თუ თანხის გადანაწილება საკმარისი არ იქნება ხარვეზის გამოსასწორებლად, შეამციროს განაღდების პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ხარჯისთვის, რათა დაიფაროს კონკრეტული კატეგორიისთვის დადგენილი ხარჯები; და
(ბ) თუ ნებისმიერი კატეგორიისთვის გათვალისწინებული სესხის სახსრები აღემატება კატეგორიისთვის განსაზღვრულ დადგენილ ხარჯებს, მაშინ ADB-მა მსესხებლის შეტყობინების საფუძველზე შესაძლოა გადაანაწილოს თანხა ნებისმიერი სხვა კატეგორიიდან კონკრეტულ კატეგორიაზე.
ჩამორიცხვის პროცედურები
5. თუ სხვაგვარად არ მოხდება ADB-თან შეთანხმება, სესხის სახსრების ჩამორიცხვა უნდა მოხდეს სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
რეტროაქტიული დაფინანსება
6. სასესხო ანგარიშიდან თანხის განაღდება შეიძლება მოხდეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების დასაფარად ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ არა წინამდებარე შეთანხმების თარიღამდე 20 თვით ადრე, რეტროაქტიული დაფინანსების ფარგლებში და მხოლოდ სასესხო თანხის მაქსიმუმ 20% ექვივალენტის ოდენობით.
მე-3 განრიგის დანართი
ცხრილი
|
სესხის სახსრების გამოყოფა და განაღდება |
|||
|
ნომერი |
დასახელება |
ADB დაფინასებისთვის გამოყოფილი ჯამური ოდენობა |
სესხის ანგარიშიდან განაღდების საფუძველი |
|
€ |
|||
კატეგორია |
|||
|
1 |
სამუშაოები, საქონელი, საკონსულტაციო და არასაკონსულტაციო სერვისი |
95,600,000 |
მოთხოვნილი* ხარჯის 100% |
|
2 |
გარემო და სოციალური შემარბილებელი მოქმედებები |
500,000 |
მოთხოვნილი* ხარჯის 100% |
|
3 |
პროცენტის და ვალდებულების ხარჯები |
4,300,000 |
|
|
4 |
ადმინისტრაციული ხარჯები |
600,000 |
მოთხოვნილი* ხარჯის 100% |
|
|
ჯამი |
101,000,000 |
|
* მსესხებლის ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და სხვა ვალდებულებების გამოკლებით.
განრიგი 4
პროექტის შესრულება; ფინანსური საკითხები
იმპლემენტაციის ღონისძიებები
1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის PAM-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დანერგვას. PAM-ის ნებისმიერი მომდევნო ცვლილება ძალაში შევა მსგავსი ცვლილების პროექტის თითოეული აღმასრულებელი ან/და განმახორციელებელი სააგენტოს (რომელზეც გავლენას მოახდენს შემოთავაზებული ცვლილებები) და ADB-ს მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და წინამდებარე შეთანხმებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე შეთანხმებას.
შესყიდვა
2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელ და/ან განმახორციელებელ სააგენტოებს, რათა:
(ა) მოხდეს საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა შესყიდვის პოლიტიკის და შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად;
(ბ) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ მომზადებულ შესყიდვის გეგმას, მათ შორის შესყიდვის და შერჩევის მეთოდებს, სავალდებულო დოკუმენტების სახეობას და ADB-ს მოთხოვნების გათვალისწინებას. მსესხებელს შეუძლია ADB-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს შესყიდვის გეგმაში და აღნიშნული ცვლილებები უნდა აისახოს განახლებულ შესყიდვის გეგმაში; და
(გ) (i) ყველა შესყიდული საქონელი და სამუშაო, ასევე მიღებული მომსახურებები (მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სისტემები, შესყიდული ინდივიდუალურად, ან სხვა პროდუქციასთან და მომსახურებებთან ერთობლიობაში) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ნებისმიერ ინდუსტრიულ საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან მესამე მხარის სხვა უფლებებს; და (ii) საქონლის, სამუშაოებების და მომსახურებების ყველა შეთანხმება უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და შესაბამისობის შემთხვევაში კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების მომწოდებლის გარანტიებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შეთანხმების გაფორმების პირობები
3. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა და/ან განმახორციელებელმა სააგენტოებმა არ უნდა გააფორმონ შეთანხმებები სამუშაოებისთვის, რომლებიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედებას, ვიდრე:
(ა) მსესხებლის უფლებამოსილი უწყება არ დაამტკიცებს საბოლოო IEE; და ADB არ დაეთანმხება IEE-ს; და
(ბ) EMP-ის შესაბამისი დებულებები გათვალისწინებული არ იქნება სამუშაოების შეთანხმებაში.
4. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა და/ან განმახორციელებელმა სააგენტოებმა არ უნდა გააფორმონ სამუშაოების ისეთი შეთანხმება, რომელიც მოიცავს იძულებითი განსახლების ზემოქმედებას, ვიდრე პროექტის დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით არ დამტკიცდება, ADB-ს არ წარედგინება და ამ უკანასკნელის მიერ მიღებული არ იქნება LARP.
უსაფრთხოება
გარემო
5. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ თითოეული ქვეპროექტის და ქვეპროექტის ნაგებობების მიერ მომზადების, დაპროექტების, მშენებლობის, განხორციელების და საჭიროების შემთხვევაში ოპერირების და დასრულების დროს ჩამოთვლილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში: (ა) მსესხებლის გარემოსთან, ჯანდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კანონის და რეგულაციის დაკმაყოფილება; (ბ) გარემოს უსაფრთხოება; და (გ) ყველა იმ ზომის და მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც განსაზღვრულია EARF, IEE, EMP, და ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ზომით, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.
მიწის შესყიდვა და იძულებითი განსახლება
6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი უნდა შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ მიწის და ყველა უფლების სამუშაოების კონტრაქტორისათვის ხელმისაწვდომობა იმ გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია სამუშაოების შეთანხმებით და მიწის შესყიდვის და განახლებების აქტივობების დანერგვა (ა) მსესხებლის მიწის შესყიდვის და იძულებითი განსახლების ყველა შესაბამისი კანონისა და რეგულაციის გათვალისწინებით; (ბ) იძულებითი განსახლების უსაფრთხოების ნორმების დაცვით; და (გ) LARF და LARP (შესაბამისობის შემთხვევაში) გათვალისწინებული ყველა ზომისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ასევე ნებისმიერი მაკორექტირებელი ან პრევენციული ზომის დაცვით, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.
7. იძულებითი განსახლების უსაფრთოხების ნორმების, LARF ან LARP გამოყენების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოფს ან ხელი შეუწყოს, რათა პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ ქვეპროექტთან მიმართებით არ მოხდეს არანაირი ფიზიკური ან ეკონომიკური განსახლების გამოყენება, ვიდრე:
(ა) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს არ მიეცემათ კომპენსაცია და არ დაუკმაყოფილდება სხვა უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია LARP-ით; და
(ბ) არ მოხდება შემოსავლის და საცხოვრებელი პირობების აღდგენის პროგრამის დანერგვა LARP-ის შესაბამისად.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები სავალდებულო დოკუმენტებში და სამუშაოების შეთანხმებებში
8. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ სამუშაოებთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების და შეთანხმებების დადების დროს კონტრაქტებში შემდეგი დებულებების შეტანა:
(ა) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს შესაბამისი ქვე-პროექტის IEE, EMP, და LARP-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (თუ სამშენებლო სამუშაოების დროს ზეგავლენის ქვეშ ექცევა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობა) და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში;
(ბ) გამოყოს ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი და სოციალური ზომებისთვის;
(გ) მსესხებელს წერილობით აცნობოს ნებისმიერი მოულოდნელი გარემოსთან, განსახლებასა ან ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებულ რისკებზე ან ზემოქმედებაზე, რომელიც წარმოიშვება ქვეპროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ექსპლუატაციის დროს და რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა შესაბამისი ქვეპროექტის IEE, EMP, LARP და SDDR დოკუმენტებით;
(დ) აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და სხვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესის დაწყებამდე; და
(ე) დაუბრუნოს გასასვლელებს, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს სულ მცირე ის მდგომარეობა, რომლებშიც ისინი იმყოფებოდა პროექტის მშენებლობის დასრულებამდე.
უსაფრთხოების მონიტორინგი და ანგარიშგება
9. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ შემდეგი მოქმედებების განხორიცელებას:
(ა) ADB-ს უნდა წარედგინოს უსაფრთხოების მონიტორინგის კვარტლური ანგარიში და დროულად, ანგარიშის წარდგენისას გადაეცეს შესაბამისი ინფორმაცია ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებზე; და
(ბ) თუ ქვეპროექტის მშენებლობის, დანერგვის ან ოპერირების დროს წარმოიქმნება მოულოდნელი გარემოსდაცვითი და/ან სოციალური რისკი და ზემოქმედება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა IEE, EMP და LARP-ით, მაშინ ამის შესახებ დროულად უნდა ეცნობს ADB-ს და მიეწოდოს მოვლენის დეტალური აღწერილობა შემოთავაზებულ მაკორექტირებელ მოქმედებათა გეგმასთან ერთად.
აკრძალული ინვესტიციების ნუსხა
10. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ არ მოხდეს სესხის სახსრების გამოყენება იმ აქტივობების დაფინანსებისთვის, რომლებიც გაწერილია SPS-ის მე-5 დანართში.
გასაჯაროება
11. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის აღმასრულებელმა სააგენტოებმა ან/და პროექტის განმახორციელებელმა სააგენტოებმა მოახდინონ პროექტის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროება, მათ შორის და შეზღუდვების გარეშე პროექტთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის, შესყიდვების, პროექტის მიმდინარეობის, შეთანხმების დეტალების, IEE, მათ შორის, EMP, LARF, LARP, SDDR, კვარტლური გარემოსდაცვითი და სოციალური მონიტორინგის ანგარიშების, GAP და პროექტის ფინანსური აუდიტის მონაცემების გამოქვეყნება.
შრომის სტანდარტები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
12. მსესხებელი უზრუნველყოფს, ან ხელს შეუწყობს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ პროექტის განხორციელებისას შრომის ძირითადი სტანდარტების და მსესხებლის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას. მსესხებელმა, თვითონ ან პროექტის აღმასრულებელი ან/და პროექტის განმახორციელებელ სააგენტოების მეშვეობით სავალდებულო დოკუმენტებში და ADB-ს მიერ დაფინანსებულ ქვეპროექტების შეთანხმებებში სხვა პირობებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: (ა) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს მსესხებლის შრომის კანონებს და რეგულაციებს და გაითვალისწინოს შრომის უსაფრთოხების ნორმები; (ბ) კონტრაქტორმა არ უნდა გამოიყენოს ბავშვთა შრომა; (გ) კონტრაქტორმა არ უნდა მოახდინოს დასაქმებულების დისკრიმინაცია მათი დასაქმების და საქმიანობის საფუძველზე; (დ) არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულებითი შრომა; (ე) დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; და (ვ) უნდა მოხდეს შესაბამისი მომსახურების პროვაიდერების ჩართვა, რათა გავრცელდეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიეწოდოს კონტრაქტორის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ქვეპროექტის განხორციელებაში, ასევე ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებიც ქვეპროექტის სიახლოვეს ცხოვრობენ.
13. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით მკაცრად უნდა გააკონტროლოს მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგულარულად მიწოდოს ანგარიში ADB-ს.
გენდერი და განვითარება
14. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით უნდა უზრუნველყოს, რომ (ა) GAP-ის დანერგვა მოხდეს მასში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; (ბ) სავალდებულო დოკუმენტებში და შეთანხმებებში გათვალისწინებული იქნას GAP-ში კონტრაქტორებისთვის განსაზღვრული დებულებები; (გ) GAP-ის დანერგვისთვის გამოყოფილი იქნას შესაბამისი სახსრები; და (დ) რეგულარულად მოხდეს GAP-ის დანერგვა, გენდერთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა, მონიტორინგი და ADB-სთვის ანგარიშის მიწოდება.
მხარდაჭერა
15. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იმ ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია პროექტის დანერგვისთვის; დამატებით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის აღმასრულებელი სააგენტოების და/ან განმახორციელებელი სააგენტოებისთვის აუცილებელი სახსრების ხელმისაწვდომობა, რათა ჯეროვნად მოხდეს მათ მიერ სამუშაოებთან, საქონელთან და მომსახურების შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმი
16. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, ან ხელი შეუწყოს პროექტის აღმასრულებელი და/ან განმახორციელებელი სააგენტოების მიერ:
(ა) სესხის სახსრებით მხოლოდ შესაბამისი ქვეპროექტების დაფინანსება;
(ბ) PAM-ით განსაზღვრული ქვე-პროექტების გარდა სხვა პროექტების შერჩევის და დამტკიცების პროცესში წინასწარ შეთანხმებული ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინება და PAM მოთხოვნების დაკმაყოფილება; და
(გ) ADB-თვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქვეპროექტების გადარჩევის, შერჩევის და დამუშავების ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვა უნდა მოხდეს პროექტის დასრულების ანგარიშის ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში.
სექტორის განვითარება
17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს (ა) ADB-ს ინფორმირება მსესხებლის სექტორის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკების და პროგრამების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს პროექტის ეკონომიკურ ქმედუნარიანობაზე; და (ბ) მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენება, რათა მოხდეს ურბანული განვითარების სექტორის შენარჩუნება და გაძლიერება.
საკუთრება
18. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ADB-ს თანხმობის მიღება ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე: (ა) პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების ცვლილება; (ბ) პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების გაყიდვა, გადაცემა, ან წილის გადაცემა; ან (გ) ნებისმიერი იჯარა ან სხვა სახის შეთანხმება ან ცვლილება მსესხებლის ფუნქციებში და უფლებამოსილებაში, რომელიც შეეხება პროექტის დაფინანსების ფარგლებში ნებისმიერი აქტივის, ნაგებობის ან შენობის საკუთრების უფლებას. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს მსგავსი ცვლილებების კანონიერი და გამჭვირვალე ფორმით განხორციელება.
მართვა და კორუფციასთან ბრძოლა
19. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოები, და პროექტის განმახორციელებელი სააგენტოები (ა) დაემორჩილებიან ADB-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998, დღემდე არსებული განახლებების ჩათვლით) და აცნობიერებენ, რომ ADB იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი აგენტების საშუალებით გამოიძიოს ნებისმიერი შესაძლო კორუფციული, თაღლითური, ფარული ან იძულებითი პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტთან; და (ბ) ითანამშრომლებენ ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და ხელს შეუწყობენ გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასრულებას.
20. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი და პროექტის განმახორციელებელი სააგენტოები უზრუნველყოფენ ADB-სთვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებების ყველა დოკუმენტში და შეთანხმებაში გათვალისწინებას, მათ შორის ADB-ს მიერ აუდიტის და მონაცემების, აღმასრულებელი და განმახორციელებელი სააგენტოების და მათი ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების შემოწმების შესაძლებლობას.