სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დუბლი-გ“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 02.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2366
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
matsne.gov.ge 756 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ემ-კვადრატისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 07.03.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 02.02.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 07.09.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ტარიელ ფაღავასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 29.09.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „აგრო+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 13.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დუბლი-გ“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2366 2015 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „დუბლი-გ“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ბროსეს ქუჩა №8-ში არსებული 222.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.005.053) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 61 000 (სამოცდაერთი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს  შპს  „დუბლი-გ“-ს  (ს/კ:  404464619). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) პირადად  ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით: ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ და შპს „დუბლი-გ“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: №01.15.04.005.007)  მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი დანიშნულების)  შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რეკონსტრუქცია და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება; ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ბ.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, ქ. თბილისში, ბროსეს ქუჩისა და სანაპიროს კუთხეში არსებულ 777 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.005.007) რეგისტრირებული, ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 19/04/2000 წლის №120 გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრული, სპორტული მოედნის მოწყობის ვალდებულების  შესრულების ნაცვლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ბროსეს ქუჩა №8-ის მიმდებარედ არსებულ, 01.15.04.005.038  და  01.15.04.005.054  (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და მათ ნაწილზე,  სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ  573,22 კვ.მ  ფართის მქონე დახურული ტიპის, არანაკლებ 1 (ერთი) მოედნიანი  (არანაკლებ 240 კვ.მ ფართის, არანაკლებ 35 (ოცდათხუთმეტი) ადამიანზე გათვლილი ტრიბუნ(ებ)ით და არანაკლებ 1 (ერთი) გასახდელის მქონე) სპორტული დარბაზის მშენებლობა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით  აღჭურვა (რაც მოიცავს,  (მაგრამ არ  შემოიფარგლება) კალათბურთის ფარების მონტაჟს, მინი ფეხბურთის კარ(ებ)ის,  ფრენბურთის ბადის (სადგამით) და მოედნის ტრიბუნის სკამების მონტაჟს) და ექსპლუატაციაში მიღება;   ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში არანაკლებ 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ბ.ე) ქ. თბილისში, ბროსეს ქუჩისა და სანაპიროს კუთხეში არსებულ 777.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.005.007) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  რეგისტრირებული, ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 19/04/2000 წლის №120 გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრული, სპორტული მოედნის მოწყობის ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმება და ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების  შპს „დუბლი-გ“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ:  №01.15.04.005.007) მიმართებით, ვალდებულების სახით რეგისტრაცია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში;  ბ.ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პარამეტრებით, სსიპ - გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლისათვის არანაკლებ 40 (ორმოცი) ერთეული სტაციონარული ან/და პირველკლასელთათვის  60 (სამოცი) ერთეული კომპიუტერის გადაცემა. 3. შპს „დუბლი-გ“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განსახორცილებელი  ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტებით დადგენილ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. 4.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                                ი.  ღარიბაშვილი