სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1907
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ,,ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (ფერმა) − განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.06.32.044) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 000 (ოთხი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ი/მ ,,ხვიჩა წინწკალაძეს“ (პ/ნ 07001016840).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში:
ბ.ა) მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზეარანაკლებ 200 (ორასი) სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.ბ) არანაკლებ 200 (ორასი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფერმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
3. ინდივიდუალური მეწარმე ,,ხვიჩა წინწკალაძე“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,განახორციელოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიშესაბამისიღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 07.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1907. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019919.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ „ხვიჩა წინწკალაძისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1907, 07.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019919 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2986031/