„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№601
სარეგისტრაციო კოდი
190.030.000.05.001.001.601
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 16/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლ ი 1

 „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიკაციას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს თანხმობის მისაღებად მიმართავს საქართველოს მთავრობა.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ნოემბერი.

№601–IIს