ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2015 წლის 18 ნოემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის (შემდგომში ,,ვებგვერდი“) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ, ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნება.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.tkibuli.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის, გამგებლის პირველი მოადგილისათვის, გამგებლის მოადგილეებისათვის, გამგეობის თანამდებობის პირებისათვის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ტყიბუილის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდის ინფორმაციის გამოქვეყნება.
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ვებგვერდის საშუალებით უზრუნველოყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზე განთავსებას.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი ორშაბათის 12.00 სთ;
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 01 რიცხვის 12.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითდი სტრუქტურა
1. ვე-გვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტის შესახებ;
გ) ინფრასტრუქტურა;
დ) საჯარო ინფორმაცია;
ე) ტურიზმი;
ვ) გალერეა;
ზ) გამგეობა;
თ) საკრებულო;
ი) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
კ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები;
ლ) მაჟორიტარი დეპუტატი;
მ) ბიუჯეტი;
ნ) ვაკანსია;
ო) განცხადებები;
პ) რელიგია;
ჟ) კულტურა და სპორტი;
რ) საკონტაქტო მონაცემები.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ვებგვერდის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.