სს საპროექტო -სამშენებლო კომპანია „ხურო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2362
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

კრების განცხადება

 

სააქციო საზოგადოება საპროექტო-სამშენებლო კომპანია „ხუროს” დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 10 დეკემბერს დღის 12 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №92.

სს „ხუროს” დირექტორატის მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 18 ნოემბერი.

 

დღის წესრიგი:

1. სააქციო საზოგადოება „ხუროს” რეორგანიზაციის (გამოყოფის) დასრულება მისგან ახალი მეწარმე სუბიექტის გამოყოფის გზით.

2. საზოგადოებიდან გამოყოფილი ახალი მეწარმე სუბიექტის დაარსება.

3. საზოგადოებიდან გამოყოფის შემდეგ ახალი მეწარმე სუბიექტისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.

3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირება რეორგანიზაციის (გაყოფა/გამოყოფა) შესაბამისად.

4. სააქციო საზოგადოება „ხუროს” წესდებაში ცვლილებების შეტანა.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ხუროს” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით. აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს ხუროს რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

 

გენერალური დირექტორი                                                          დ. მელქაძე