„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2015 წლის 20 ნოემბერი ქ. ოზურგეთი
|
გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 118 200 ლარით:
1.1 გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 118 200 ლარით, კერძოდ:
ა) შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 31 800 ლარით;
ბ) შემოსავალი ქონების მართვაში გადაცემიდან (რენტა) - 17 500 ლარით;
გ) შემოსავალი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადიდან (გარდა მიწისა) – 50 000 ლარით;
დ) მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის - 11900 ლარით;
ე) მოსაკრებელი მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის - 7 000 ლარით;
გაიზარდოს ხარჯები :
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის ანაზღაურების ხარჯი (ორგანიზაციული კოდი -01 02 -2.1.1.1.) – 69,2 ათ. ლარით;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარე განათების ხარჯი, ელექტროენერგიის ხარჯის ნაწილში (ორგანიზაციული კოდი -03 08 - 2.2.3.12.1.) – 30,0 ათ. ლარით;
თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა, სოციალური დახმარების ნაწილში (ორგანიზაციული კოდი -06 02 07 – 2.7.2.1.) – 15,0 ათ. ლარით;
ი) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შრომის ანაზღაურების ხარჯის ნაწილში (ორგანიზაციული კოდი 02 03 -2.1.1.1.) – 4,0 ათ. ლარით;
სულ გაიზარდოს 118 200 ლარით.
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 16120,8ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 1245,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 13768,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1107,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 11670,1ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7698,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
2.
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 277,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
13.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სანსახური
(პროგრამული კოდი 02 01)
დაბა ურეკის წყალმაშველთა ჯგუფი ემსახურება ურეკი შეკვეთილის ზღვის დამსვენებლების უსაფრთხო დასვენების პირობები. მაშველები თეორიულად და პრაქტიკულად მომზადებულები ხვდებიან ზღვის სეზონს, წყალმაშველთა მოთხოვნების გათვალისწინებით აუცილებელია სპეც.ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა.
13.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
(პროგრამული კოდი 03 00)
14.1. გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა
(პროგრამული კოდი 03 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდებასაგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების, მოვლა-შენახვისა და ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების ხარჯების დაფინანსება.
14.1.1. მუნიციპალური ტრანსპორტი
(პროგრამული კოდი 03 01 02)
პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.
14.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა,სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები.
14.3 დასუფთავების ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 03 02 01)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნლი ნარჩენების დაგვა–დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა.
14.4 კომუნალური მომსახურებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებები
(პროგრამულიკოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით.
14.5 სოფლის მეურნეობის განვითარების ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 03 06)
პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, ხილსაცავების მოწყობა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; ნიადაგის ნაყოფიერებების ამაღლების ღონისძიებები;
ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პროფილის შემდეგი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
· ა(ა)აიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი;
(პროგრამული კოდი 04 00)
15.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადიგანათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სტერიტორიაზე არსებული საჯაროს სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 05 00)
16.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული დამეთოდური ხელშეწყობა,სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
16.1.1.სპორტული ღონისძიებების დაფინასება
(პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
16.1.2.სპორტული ობიექტების დაფინასება
(პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
· საცხენოსნო კლუბი „მარულა“;
· მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების მწვრთნელების დაფინანსება;
16.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურულიპროფილისმქონეორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
16.2.1.კულტურისღონისძიებებისდაფინანსება
(პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამი სფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების,კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
16.2.2კულტურის ობიექტების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
· ა(ა)აიპ კულტურის,სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი;
· ა(ა)აიპ ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება;
· ა(ა)აიპ ურეკის კულტურის სახლი;
16.3 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა
(პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება.
16.4ახალგაზრდულიპროგრამები
(პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება;თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება. მათ შორის:
16.5 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დაფინანსდება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
(პროგრამულიკოდი 06 00)
17.1. ჯანდაცვის პროგრამები
(პროგრამული კოდი 06 01)
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
17.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
(პროგრამული კოდი 06 01 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
17.2. სოციალური პროგრამები
(პროგრამული კოდი 06 02)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფასა და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
17.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 01)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სოციალურდ შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების (18 წლამდე 4 და მეტიშვილი) მრავალჯერადი (მათ შორის ყოველთვიური) ფინანსური დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150.000-ს.
17.2.2. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრების სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მოვლისა და განათლების პირობების შექმნა;
17.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 03)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა;
17.2.4. ვეტერანთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 04)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
17.2.5. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამით გათვალისწინებულია ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
17.2.6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 06)
პროგრამით გათვალისწინებულია აღნიშნული კატეგორიის პირთა ფინანსური დახმარება და დაბა ურეკში მათი დასვენების ხარჯების დაფინანსება;
17.2.7. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 07)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარების და მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 57000-150000-ს.
17.2.8. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 08)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფა.
17.2.9. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების
პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 09)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება. სასაქონლო ფორმით-50,0 ათ.ლარი და ფულადი ფორმით 50,0 ათ.ლარი;
17.2.10. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 0210)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
17.2.11. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 0211)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლო ინვალიდების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
17.2.12. ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 12)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა;
17.2.13. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 13)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეთა დიალიზის კურსების ჩასატარებლად მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
17.2.14.დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების
პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 14)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამითობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარისოდენობით;
გადასახდელები:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|