📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.11.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.166.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2015
matsne.gov.ge 745 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (თუ შენობა-ნაგებობა იურიდიული პირის საკუთრებაა), რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მესაკუთრე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.) საფუძველზე კანონიერად ფლობს ბინას, შენობას ან მიწას.
მუხლი 2
შენობა-ნაგებობა
სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
მუხლი 2
მიწის ნაკვეთი
უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებას.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.09.2014 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.06.2015 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 15.06.2015 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.05.2015 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2015 წლის 24 ნოემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3  პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  25-ე  მუხლისა და „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.166.016135. 17.02.2014წ.)  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები   წინამდებარე წესი განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების,გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესს და პირობებს.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის. 2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (თუ შენობა-ნაგებობა იურიდიული პირის საკუთრებაა), რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მესაკუთრეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.) საფუძველზე კანონიერად ფლობს ბინას, შენობას ან მიწას.  4. შენობა-ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. 5. მიწის ნაკვეთიუძრავი ქონება, შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებას. 6. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით. მუხლი 3🔗. ნუმერაციის მოთხოვნა  1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების  ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება  დაინტერესებული პირის ან კანონიერი მესაკუთრის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე, როდესაც მესაკუთრე ადმინისტრაციული ორგანოა.  2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს: - თუ განმცხადებელი დაინტერესებული პირია – აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების  დამადასტურებელი  დოკუმენტი და მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ნუმერაციის თაობაზე; - თუ განმცხადებელი მესაკუთრეა – აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების  დამადასტურებელი  დოკუმენტი; - თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების  დამადასტურებელი  დოკუმენტი. მუხლი 4🔗. უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტილებას  ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების  ნუმერაციის  მინიჭების /ნუმერაციის ცვლილების  შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის ცვლილების ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) ახალი შენობის/შენობების აშენება; დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.  მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის   ნუმერაციის საფუძველი 1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ან/და შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების, შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ან/და შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის მოთხოვნა. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების  ნუმერაცია 1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი  განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შესახებ განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამზადებს დასკვნას ნუმერაციის მინიჭების/ნუმერაციის ცვლილების შესახებ და ამ დასკვნის საფუძველზე მომზადებული განკარგულების პროექტს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკრებულოს.