„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №56/2015 |
|
2015 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტს (სსმ, ვებგვერდი, 06.02.2012 წ., 010190020.15.008.016021) დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენება 1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (შემდგომში – „ხელმძღვანელი პირები“), თანამდებობიდან შეიძლება გადაყენებულ იქნენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. ხელმძღვანელი პირებისათვის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხის დასმის ინიციირების უფლება, კომისიის ხელმძღვანელი პირის/პირების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის საფუძვლებისა და შესაბამისი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია ამავე კომისიის არანაკლებ 2 წევრს. 3. თანამდებობიდან გადაყენების საკითხის საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასმის შემთხვევაში, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება, საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანისა და განხილვის შესახებ. 4. თუ თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით განცხადება კომისიაში წარდგენილ იქნა კომისიის სხდომის გამართვამდე, კომისიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ვალდებულია მოიწვიოს სხდომა, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა. 5. ერთი და იმავე საფუძვლით, კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენება უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|