📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2015
ძალაში შესვლა 27.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №112/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 243 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2015 მიღება
27.11.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 85% 01.11.2021 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 83% 18.04.2024 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 82% 06.07.2021 საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების ანგარიშსწორებისა და შენახვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 81% 27.04.2017 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 81% 07.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №112/04 2015 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 33​1 მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის რეალურ რეჟიმში ჩართვის  მიზნით, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელო“ (დანართი №1); ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის“ (დანართი №2).  მუხლი 2🔗 კომერციულ ბანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში დანერგვა. მუხლი 3🔗 2015 წლის ნოემბრის თვის ანგარიშგებიდან დაწყებული კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარმოდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (http://webservices.nbg.gov.ge/SebstatUploader/) მეშვეობით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საბანკო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 17 ივლისის №184 ბრძანება. მუხლი 5🔗 ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების მიერ საბანკო სისტემაში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოების და აღნიშნული ანგარიშგებების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით. მუხლი 6🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 27 ნოემბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე