მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2018 ბოლო ცვლილება 13.04.2020
ნომერი
№19/04
სარეგისტრაციო კოდი
220010000.18.011.016278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №19/04

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
მუხლი 3
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ ბრძანების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებების წარმოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება თებერვლის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი

მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი N2).
მუხლი 2
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პასუხისმგებელია ანგარიშგების უტყუარობაზე, ინფორმაციის სრულად და განსაზღვრულ ვადებში წარდგენაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  ვალდებულია დაიცვას საჯაროობის პრინციპი.
მუხლი 3
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) ყოველთვიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №1), არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) ყოველკვარტალურად საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი და ინფორმაცია მფლობელებისა და ადმინისტრატორების შესახებ ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

გ) ყოველკვარტალურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოზიდული სახსრებისა და გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად წარდგენა ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

დ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად   და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.                                                                     



მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
მუხლი 3
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ ბრძანების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებების წარმოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება თებერვლის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.
მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესი მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი N1-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი N2).
მუხლი 2
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პასუხისმგებელია ანგარიშგების უტყუარობაზე, ინფორმაციის სრულად და განსაზღვრულ ვადებში წარდგენაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  ვალდებულია დაიცვას საჯაროობის პრინციპი.
მუხლი 3
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) ყოველთვიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №1), არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) ყოველკვარტალურად საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი და ინფორმაცია მფლობელებისა და ადმინისტრატორების შესახებ ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

გ) ყოველკვარტალურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოზიდული სახსრებისა და გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად წარდგენა ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: nonbanking@nbg.gov.ge, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

დ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად   და ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.                                                                     

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2020.
როდის იქნა მიღებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“?
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 07.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №19/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016278.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.04.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №19/04, 07.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016278 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4052364/