ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 27 ნოემბერი ქ. ბათუმი |
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1.
განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში - აბონენტი) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) დარიცხვის თარიღში, რომელთაც 2015 წლის 15 თებერვლიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე მოსაკრებელი დაერიცხათ (განხორციელდა კორექტირება) მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
2.
პირველ პუნქტში აღნიშნულ აბონენტზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს ობიექტის შემოწმების თარიღი, იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
3.
აბონენტები ვალდებულნი არიან მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის ცვლილების მიზნით მიმართონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.
4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“?
- „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 27.11.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 210010000.35.132.016278.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.06.2018-დან.
- სად არის „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“, №32, 27.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 210010000.35.132.016278 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3063838/