„საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2535
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020375
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2535

2015 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებ ა.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ი. ღარიბაშვილი