სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1436/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1436/ო

2015 წლის 23 ოქტომბერი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,med care“-ზე (მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №13) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა №002117, ბრძანება №02-822/ო, 28.05.2012წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,med care“-ის დირექტორის რ. ლობჯანიძის განცხადებები: №89712 16.09.2015წ; №90072 17.09.2015წ.

 

 

სააგენტოს უფროსი                                                               გ. თვალავაძე