შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7798-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

 

 

 


კრედიტორთა კრების ოქმი

(ამონაწერი)

 

საქმე № 2/7798-2015                                                             ქ . თბილისი

 

02 ივლისი 2015 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე  ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

შპს ,,ორი ლულა ს” კრედიტორთა კრება.

 

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

 

მოსამართლე აცხადებს : „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. ვინაიდან, მოვალე და კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიურო და სსიპ– აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი იაგო ქეშელაშვილი თანახმა არის დაინიშნოს გაკოტრების მმართველად, შპს ,,ორი ლულას”მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და უნდა დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს ,,ორი ლულას”გაკოტრების მმართველად სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 21-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

ადგილზე თათბირით დაადგინა :

1. შპს ,,ორი ლულას”მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. დამტკიცდეს კრედიტორის გადაწყვეტილება შპს ,,ორი ლულას”გაკოტრების მმართველად სსიპ– აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ.

3. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“?
„შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“ მიღებულია 02.07.2015. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/7798-2015.
სად არის „შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ორი ლულა“-ს კრედიტორთა კრების ოქმი“, №2/7798-2015, 02.07.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3065253/