ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისათვის" (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28-115 |
|
2015 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა" (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ პირი, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრია;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი ან სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სტუდენტის მიერ, ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გზით, მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც არ აღემატება 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარს.
დ) დაფინანსება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი) სარეიტინგო ქულების (სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად;
ე) ქვეპროგრამა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამა (კოდი 07 05 03).
2. ქვეპროგრამისა და დაფინანსების ადმინისტრირებას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).
3. სამსახური განიხილავს განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და პირობებს.
4. განმცხადებლის მიმართვის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესთან. ასევე, განუმარტოს განმცხადებელს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის თუ ხარვეზის თაობაზე.
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარდგენილი განცხადების ტექნიკური გადარჩევა;
გ) შერჩეული განცხადების დაფინანსება.
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, წლიური გადასახადის მითითებით;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ. ხოლო I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ;
ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);
ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, გარდა I სემესტრის სტუდენტებისა რომლებმაც უნდა წარმოადგინონ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
2. დაფინანსების მოპოვებისთვის განცხადების შემოტანის უფლება აქვს თავად დაფინანსების მსურველ პირს ან/და მის წარმომადგენელს (წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე).
2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე განაცხადი არ განიხილება.
3. სამსახურში შემოტანილი და გადარჩეული განცხადებების შესაბამისად დგება დასაფინანსებელი სტუდენტების რეიტინგი:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად;
ბ) პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტების რეიტინგი შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ცნობის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება სტუდენტის სკალირებული ქულა.
4. განხილვას არ ექვემდებარება განაცხადი, რომლის მიხედვითაც სტუდენტი ითხოვს დამატებითი სემესტრის დაფინანსებას, ისეთი შემთხვევის გარდა, თუ სტუდენტის მიერ დამატებითი სემესტრის გავლა გამოწვეული იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა საპატიო მიზეზის არსებობის გამო. ამასთან, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ობიექტური გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის დაფინანსება 100%, 70% ან 50%-ის ოდენობით სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ან/და სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით, ფორმა 1-ის შესაბამისად.
3. ქვეპროგრამით და ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსება არ გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული სოციალურად დაუცველი სტუდენტისათვის გამოსაყოფი თანხის გაცემა ხდება სემესტრულად.
5. განმცხადებლის მიერ შეტანილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამსახურის მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
შენიშვნა: სტუდენტებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 50-70%, სწავლის სემესტრული თანხა შეევსებათ 100%-მდე, ხოლო სტუდენტები რომელთაც მოპოვებული აქვთ გრანტი 30%-ის ოდენობით ან საერთოდ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ სემესტრული თანხის 50%-ს.
|