საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2015
ძალაში შესვლა 17.12.2015
ძალის დაკარგვა 26.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №963
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№963
2015 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 17 დეკემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და განზოგადების უზრუნველყოფა, ერთიანი საინფორმაციო-ანალიტიკური ბანკისა და სააღრიცხვო საქმიანობის წარმოება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – სამინისტროს დანაყოფები) ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
გ) ანალიტიკური საქმიანობის სფეროში სამინისტროს იმ დანაყოფების სამოქმედო პრიორიტეტებისა და სტრატეგიების განსაზღვრა, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ანალიზის წარმოება და რისკების შეფასება;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დანაყოფებს სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციით;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხელმყოფი პროცესების შესახებ ანალიზის წარმოების საფუძველზე უზრუნველყოფს რისკებისა და საფრთხეების შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით;
დ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით ამზადებს წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს ინფორმაციის წაშლას/დაარქივებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს სამინისტროს სისტემის საარქივო მასალებს და აკონტროლებს მათ მოძრაობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლასა და ანალიზს; მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად განსაზღვრავს საფრთხეებსა და რისკ-ფაქტორებს;
ზ) აწარმოებს საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიულ ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს იმ დანაყოფების საქმიანობის ანალიზს, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და ოპერატიულ საქმიანობაში ხელშემწყობი პირების აღრიცხვას;
კ) დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს/გასცემს ცნობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საინფორმაციო ცენტრი (მთავარი სამმართველო);
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიზის მთავარი სამმართველო;
გ) ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველო;
დ) ოპერატიული საქმიანობის ანალიზის სამმართველო;
ე) საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლი 8🔗
1. საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია:
ა) სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველო:
ა.ა) სტატისტიკის და კრიმინალური სოციოლოგიის განყოფილება;
ა.ბ) მონაცემთა ადმინისტრირების განყოფილება;
ბ) მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ბ.ა) იარაღის აღრიცხვის განყოფილება;
ბ.ბ) კრიმინალისტიკური რეგისტრაციის განყოფილება;
ბ.გ) სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილება.
2. საინფორმაციო ცენტრი (მთავარი სამმართველო):
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად უზრუნველყოფს საინფორმაციო რესურსებზე დაშვებას;
დ) უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, სისხლის სამართლის დანაშაულის, მათი შესაძლო ჩამდენი პირების, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ე) ახორციელებს ძებნის საქმეებისა და ძებნილი პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სახვითი ხელოვნების ნიმუშების, ძველებური საგნების, ანტიკვარული ნივთებისა და სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პირთა დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული უწყებრივი პირადობის მოწმობების, აგრეთვე დაკარგული საზღვარგარეთის პასპორტების მონაცემების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
თ) პირთა ნარკოლოგიური დიაგნოსტირების შემდეგ სათანადო აღრიცხვის მიზნით ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან იღებს ინფორმაციას პირთა სარეგისტრაციო-საპასპორტო მონაცემების შესახებ და უზრუნველყოფს მის პერიოდულ განახლებას;
კ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ლ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების ან მათი აგრეგატების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
მ) უზრუნველყოფს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ნ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ო) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას; აღრიცხავს ინფორმაციას მათი თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში გადაადგილებისა და გათავისუფლების შესახებ;
პ) უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის ფაქტების, მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ჟ) ახორციელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ამოუცნობი გვამების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
რ) ახორციელებს ინფორმაციის დამუშავებას დაკარგული, ნაპოვნი, ამოღებული და გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ;
ს) უზრუნველყოფს მართვის მოწმობათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული დაქტილოსკოპიური ბარათების კარტოთეკას და მის საფუძველზე ახორციელებს ნასამართლევი პირის იდენტიფიკაციას;
უ) სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს საკომუნიკაციო საშუალებებით ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე გაცემას, ასევე აწარმოებს რეესტრს გაცემული ინფორმაციის/ინფორმაციის მომთხოვნი უფლებამოსილი პირის შესახებ;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ;
ქ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის ფაქტების, მოძალადისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ბ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სახვითი ხელოვნების ნიმუშების, ძველებური საგნების, ანტიკვარული ნივთებისა და სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პირთა დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული უწყებრივი პირადობის მოწმობების, აგრეთვე დაკარგული საზღვარგარეთის პასპორტების მონაცემების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
დ) უზრუნველყოფს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების ან მათი აგრეგატების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ე) უზრუნველყოფს მართვის მოწმობათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ვ) უზრუნველყოფს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ზ) სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს საკომუნიკაციო საშუალებებით ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე გაცემას, ასევე აწარმოებს რეესტრს გაცემული ინფორმაციის/ინფორმაციის მომთხოვნი უფლებამოსილი პირის შესახებ;
თ) პირთა ნარკოლოგიური დიაგნოსტირების შემდეგ სათანადო აღრიცხვის მიზნით ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ი) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაბამისად უზრუნველყოფს საინფორმაციო რესურსებზე დაშვებას;
კ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ლ) ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
4. მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს „ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
ბ) ახორციელებს ძებნის საქმეებისა და ძებნილი პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
გ) უზრუნველყოფს საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
დ) უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას; აღრიცხავს ინფორმაციას მათი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადაადგილებისა და გათავისუფლების შესახებ;
ე) ახორციელებს დაკარგული, ნაპოვნი, ამოღებული და გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული დაქტილოსკოპიური ბარათების კარტოთეკას და მის საფუძველზე ახორციელებს ნასამართლევი პირის იდენტიფიკაციას;
ზ) ახორციელებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და ამოუცნობი გვამების ცენტრალიზებულ რეგისტრაციასა და აღრიცხვას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ და აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ კვლევებს;
ი) სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ამუშავებს სამსახურებრივი საჭიროების მქონე ინფორმაციას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
5. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 9🔗
1. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიზის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ანალიტიკური სამმართველო:
ა.ა) ანალიზისა და კვლევების განყოფილება;
ა.ბ) საპოლიციო საქმიანობის ანალიზის განყოფილება;
ა.გ) საზღვარზე რისკების ანალიზის განყოფილება;
ბ) ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ.ა) I განყოფილება;
ბ.ბ) II განყოფილება.
2. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიზის მთავარი სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) განსაზღვრავს სამინისტროს იმ დანაყოფების სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე უზრუნველყოფს მათი შესრულების მონიტორინგს;
გ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას;
დ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას;
ე) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გადაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;
ვ) საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიული ანალიზის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ზ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით ამზადებს წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას; კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, საფრთხეებისა და რისკფაქტორების განსაზღვრის შედეგად შეიმუშავებს სტრატეგიასა და რეკომენდაციებს;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და შეიმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკასა და სტანდარტებს;
კ) შეიმუშავებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროექტებს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით;
ლ) ქმნის შესაბამის ბაზებს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში მონაცემების განსათავსებლად და ახორციელებს მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მემორანდუმითა და ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთგაცვლის საინფორმაციო სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას და მიღებული ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში ინტეგრირებას;
ნ) უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში შემავალი მონაცემების უსაფრთხოებას;
ო) სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულ მუშაობას და უსაფრთხოებას;
პ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამინისტროს მოსამსახურეთა კავშირს და ახორციელებს ინტერნეტრესურსებზე დაშვების მონიტორინგს;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კომპიუტერული საკომუნიკაციო არხებით მონაცემთა მიმოცვლას სამინისტროს დანაყოფებთან და სხვა უწყებებთან, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
რ) ქმნის სამინისტროს დანაყოფებში ფუნქციონირებადი საინფორმაციო სისტემებისათვის საცნობარო ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას;
ს) ახორციელებს ინფორმაციული სისტემებიდან მონაცემების წაშლისა და დაარქივების პროგრამულ უზრუნველყოფას;
ტ) ახორციელებს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად საინფორმაციო რესურსებზე დაშვების კონტროლს, აღრიცხვიანობასა და ანალიზს;
უ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ანალიტიკური სამმართველო:
ა) განსაზღვრავს სამინისტროს იმ დანაყოფების სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ასევე ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;
ბ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკანონოდ შემოსული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე გასცემს შესაბამის რჩევას;
გ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს და გასცემს დასკვნას;
დ) „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გადაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში გასცემს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;
ე) საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიული ანალიზის მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაანალიზების მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს ანალიტიკური კვლევების ჩატარებას და ამ მიზნით ამზადებს წინადადებებს სათანადო კომპეტენციის მქონე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
თ) ახორციელებს ღია წყაროებიდან (ტელერადიომაუწყებლობა, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია) ქვეყნისათვის აქტუალური ხასიათის ინფორმაციის მოძიებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;
ი) უზრუნველყოფს საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას; კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას; საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრის შედეგად შეიმუშავებს სტრატეგიასა და რეკომენდაციებს;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
4. ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და შეიმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკასა და სტანდარტებს;
ბ) შეიმუშავებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროექტებს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით;
გ) ქმნის შესაბამის ბაზებს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში მონაცემების განსათავსებლად და ახორციელებს მათ პროგრამულ უზრუნველყოფას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, მემორანდუმითა და ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთგაცვლის საინფორმაციო სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას და მიღებული ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში ინტეგრირებას;
ე) უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში შემავალი მონაცემების უსაფრთხოებას;
ვ) სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულ მუშაობას და უსაფრთხოებას;
ზ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან სამინისტროს მოსამსახურეთა კავშირს და ახორციელებს ინტერნეტრესურსებზე დაშვების მონიტორინგს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კომპიუტერული საკომუნიკაციო არხებით მონაცემთა მიმოცვლას სამინისტროს დანაყოფებთან და სხვა უწყებებთან, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ქმნის სამინისტროს დანაყოფებში ფუნქციონირებადი საინფორმაციო სისტემებისათვის საცნობარო ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას;
კ) ახორციელებს ინფორმაციული სისტემებიდან მონაცემების წაშლისა და დაარქივების პროგრამულ უზრუნველყოფას;
ლ) ახორციელებს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად საინფორმაციო რესურსებზე დაშვების კონტროლს, აღრიცხვიანობასა და ანალიზს;
მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
5. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗
1. ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება.
2. ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის/საქმეების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული აღრიცხვის საქმეების მიღებას/დამუშავებას, საარქივო რეგისტრაციას, შენახვასა და გაცემას, აღნიშნულ მასალებზე საძიებო-საცნობარო კომპიუტერული ბაზის შექმნას/წარმოებას, დადგენილი წესით საარქივო საქმის გაცემასა და კონტროლს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეების, სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთა პირადი საქმეების, სამინისტროს დანაყოფებში შექმნილი და საარქივო შენახვას დაქვემდებარებული საქმისწარმოების დოკუმენტური მასალების მიღებას/დამუშავებას, საარქივო რეგისტრაციას, შენახვას/გაცემას, აღნიშნულ მასალებზე საძიებო-საცნობარო კომპიუტერული ბაზის შექმნას/წარმოებას;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗
1. ოპერატიული საქმიანობის ანალიზის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) I განყოფილება;
ბ) II განყოფილება.
2. ოპერატიული საქმიანობის ანალიზის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, სისტემატიზაციას, სტატისტიკური ანგარიშების მომზადებას, ანალიზს და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას; ამ ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დანაყოფების ინფორმირებას;
ბ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის ანალიზს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესრულების მიზნით;
გ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და სხვა ოპერატიული დოკუმენტების შესწავლასა და ანალიზს საქართველოს კანონმდებლობასა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
დ) სამინისტროს დანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე) სამინისტროში შემავალი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით გამოჰკითხავს აღნიშნული დანაყოფების მოსამსახურეებს, ასევე მოქალაქეებს, ახორციელებს გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფებისათვის შეიმუშავებს და სრულყოფს სპეციალურ სასწავლო მასალებს;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ანალიზის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის მეთოდურ მითითებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს სამმართველოების შემადგენლობაში შემავალ განყოფილებებს შორის ანაწილებს დეპარტამენტის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 12🔗
საქმისწარმოების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია-აღრიცხვას;
ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ახორციელებს დოკუმენტაციის განაწილებას;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ღონისძიებების დაგეგმვას/ორგანიზებას;
დ) აწარმოებს ნომენკლატურულ და სააღრიცხო ჟურნალებს.
თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს შორის;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის საკურატორო სფეროებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორის მოადგილე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს/სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს მთავარ სამმართველოს/სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში/სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის უფროსისა და პირველი მოადგილის/მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე/სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.