ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
მიღების თარიღი 27.11.2015
ძალის დაკარგვა 31.05.2022
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები არეგულირებს იმ დამატებითი მოთხოვნების დაწესებას, რომლებიც არაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელდების საკითხის განხილვის დამატებითი პროცედურები
1. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წარედგინება საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის.
2. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ ინიციატივას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და გადასცემს შესაბამის კომისიას შესასწავლად.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინიციატივის, თანდართული დოკუმენტების, კომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნის გამოქვეყნებას ან/და საჯაროდ გამოცხადებას.
4. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისათვის შესათანხმებლად საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის, კომისიის დადებითი დასკვნისა და სათანადო დოკუმენტაციის გადაგზავნას.
მუხლი 3🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივისათვის დამატებით დასართავი დოკუმენტები
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას დამატებით უნდა დაერთოს მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.