ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №05 |
|
2022 წლის 27 მაისი ქ. ქარელი |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები არეგულირებს იმ დამატებითი მოთხოვნების დაწესებას, რომლებიც არაა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას.
1. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წარედგინება საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის.
2. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ ინიციატივას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადასცემს შესაბამის კომისიას შესასწავლად.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ინიციატივის, თანდართული დოკუმენტების, კომისიის მიერ მიღებული დასკვნის გამოქვეყნებას, ან/და საჯაროდ გამოცხადებას, ონლაინ გამოკითხვის ორგანიზებას და შედეგების კონსოლიდაციას.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მიზანშეწონილობის თობაზე.
6. საკრებულოს კომისიის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები.
7. საკრებულოს კომისიის მიერ მიღებული დადებითი დასკვნა, თანდართული დოკუმენტაციით, ეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად.
8. სახელდების საკითხის ინიციატორს საკითხის განხილვის შედეგები ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით, კანონით დადგენილ ვადაში.