ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.11.2015
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 617 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.10.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.01.2018 აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2015 ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.03.2016 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №46 2015 წლის 27 ნოემბერი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტების და 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი დანართი №1 ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებს, გამოქვეყნების წესსა და სხვა სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყონ ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრები  მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს  წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს. 2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს  წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს  მათი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს  წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებული პუნქტის ამომრჩევლებს. 2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს  წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს  მათი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშების განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი შენიშვნები, წინადადებები,  შეაფასოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობა.  მუხლი 6🔗. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების  მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1(ერთი) კვირით ადრე მუნიციპალიტეტის  შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე  ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ  ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 7🔗. საჯარო შეხვედრები 1.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების  ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები. 3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. 4.  საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მუხლი 8🔗. ანგარიშის გამოქვეყნება 1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ ანგარიშს   საკრებულოს აპარატი  აქვეყნებს ან/და საჯაროდ  აცხადებს 10 (ათი) დღის ვადაში.   2.  საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. 3. საკრებულოს წევრის ანგარიშს საკრებულო ცნობად იღებს კენჭისყრის გარეშე  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.