⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2015
ძალაში შესვლა 01.01.2016
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №58/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,767 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2015 მიღება
01.01.2016 ძალაში შესვლა
01.07.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №58/2015 2015 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის №14/2015 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი; ვ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ვ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 3🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში  მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 4🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 5🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საფინანსო-საბუღალტრო ან მატერიალური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდლება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) ცესკოს რეგლამენტი; დ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 6🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) სასაწყობე აღრიცხვის პროგრამის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) ცესკოს რეგლამენტი; დ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 7🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი ან შესაბამისი პროფესიული დიპლომი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ავტოპარკის მუშაობის ორგანიზების გამოცდილება. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) ცესკოს რეგლამენტი; დ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 8🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და საბუღალტრო პროგრამ(ებ)ის ცოდნა; დ) ელექტრონული ბიუჯეტირების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; დ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებები; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 9🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების მთავარი ბუღალტრის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საფინანსო-საბუღალტრო სფეროში პროფესიული საქმიანობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და საბუღალტრო პროგრამ(ებ)ის ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; დ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებები; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 10🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების  სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამისა და საბუღალტრო პროგრამ(ებ)ის ცოდნა; დ) ელექტრონული ბიუჯეტირების პროგრამის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; დ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებები; ზ) ცესკოს რეგლამენტი; თ) დეპარტამენტის დებულება. მუხლი 11🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების   სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან, კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება საფინანსო-საბუღალტრო სფეროში; გ) ხაზინის ელექტრონული პროგრამის ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება საფინანსო-საბუღალტრო სფეროში; დ) საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში; დ) ცესკოს რეგლამენტი; ე) დეპარტამენტის დებულება.