„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.137.016215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2015 წლის 1 დეკემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 18/07/2014 010260020.35.137.016114),  კერძოდ:

,,ა) დადგენილების მეთერთმეტე მუხლის მეოთხე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

ი) ზედამხედველობის სამსახური.

ბ) დადგენილების მეთორმეტე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის  სამუშაოთა  დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების  უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.

გ) დადგენილების მეთორმეტე მუხლის მეცხრე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ზედამხედველობის სამსახურის ძირთადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასა და არქიტექტურულ  საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა. მშენებარე შენობა- ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა.

დ) დადგენილების მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

10. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.12.2015. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.137.016215.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №64, 01.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3068646/