„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№606
სარეგისტრაციო კოდი
430020000.10.003.018993
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №606

2015 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2015, 430020000.10.003.018403)­ შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები შეარჩიოს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31 − 36“ პუნქტები:

„31. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და ჩარიცხვის მომენტისთვის არ გააჩნიათ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ იმ პირობით, რომ მათ მიერ პირველი სასწავლო სემესტრის ბოლომდე წარდგენილი იქნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების აღიარების დოკუმენტი.

32. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების  ბოლო  2  წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და ჩარიცხვის მომენტისთვის არ გააჩნიათ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  შეიძლება ჩაირიცხონ იმ პირობით, რომ მათ მიერ პირველი სასწავლო სემესტრის ბოლომდე წარდგენილი იქნება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების აღიარების დოკუმენტი.

33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული პირების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების მიზნით, შესაბამისი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული პირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას შემდეგი დოკუმენტების თანხლებით:

ა) პირის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

ბ) პირის მიერ არჩეული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის მიღების თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

გ) ამ მუხლის  32 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქეებზე ასევე  წარდგენილი უნდა იყოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

34. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული პირების სწავლის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი − მე-4 პუნქტების  შესაბამისად.

35. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმებით ვალდებულია, მოახდინოს სწავლის უფლების მქონე პირების ჩარიცხვა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

36. შესაბამისი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით დადგენილ ვადაში სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარუდგენლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ მუხლის 31  და 32 პუნქტებით გათვალისწინებული პირების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პუნქტი.“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი