„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №34/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 21/09/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016191) პირველი მუხლით დამტკიცებული  „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესი და პირობების“ მე-5 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ -სამინისტრო) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) მონაცემებისა და ამ მუხლის 2​​2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად.“.

2. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობას.“.

3. 22 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ოდენობა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება – სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად;“.

4. 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის 22  პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშებისას ამოწმებს მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში  ჩარიცხული სტუდენტის, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს (აკრედიტებული/არააკრედიტებული). თუ ამ გაერთიანებაში შემავალ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას მაინც აქვს აკრედიტებული სტატუსი, სტუდენტს უფინანსდება სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით.“.

5. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სსიპ –განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 2​​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით. ამავე აქტით განისაზღვრება აღნიშნული თანხების ოდენობების სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწოდების ვადა.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი