„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №95/ნ |
|
2019 წლის 27 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლს 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები:
„23 . სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშებისას ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტის, ამ გაერთიანებაში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსს (აკრედიტებული/არააკრედიტებული). თუ ამ გაერთიანებაში შემავალ ერთ საგანმანათლებლო პროგრამას მაინც აქვს აკრედიტებული სტატუსი, სტუდენტს უფინანსდება სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
24. თუ აბიტურიენტთა რამდენიმე აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაერთიანებულად მიღების ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის დაანგარიშების დროისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით არჩეული აქვს ამ გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამა, დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხა იანგარიშება ამ მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესით.“
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ სტუდენტი, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვერ გადაიტანს სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით კვლავ განაგრძობს სწავლას აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, სწავლის დაფინანსებისთვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლებამოსილია მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გამოიყენოს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.“.
4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტს მის მიერ თავდაპირველად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაუფინანსდება ეს საგანმანათლებლო პროგრამა. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №95/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017719.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №95/ნ, 27.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017719 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4564777/