შპს „ბმპ-ჯორჯია“-ს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5003-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5003-11

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის
მოწვევის თაობაზე

 

2015 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბმპ-ჯორჯია”-ს (ს/კ 211393428) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს „ბმპ-ჯორჯიას” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმე. 2011 წლის 21 სექტემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე დავით ნადიბაიძემ ითხოვა დამატებითი დრო მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენისათვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დავით ნადიბაიძეს ისე შეუწყდა მეურვის უფლებამოსილება, რომ არ მოუმართავს სასამართლოსათვის. 2014 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოს წარედგინა ინფორმაცია მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია (მოხსენება) ამჯერადაც ამომწურავი და სრულყოფილი არ აღმოჩნდა და ახალმა მეურვემ ასევე ითხოვა დამატებითი დრო. სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა A12032574-004/010 განცხადებით და განმარტა, რომ მეურვეს დღეისათვის დასრულებულებული აქვს მოვალე შპს „ბმპ-ჯორჯიას” ქონების სრულად აღწერა და შეფასება. მეურვემ ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. ამასთან, მხედველობაშია მისაღებია ისიც, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას მოთხოვნების აღიარების შესახებ კრედიტორთა განცხადებების განხილვა. ასევე არაა მიღებული გადაწყვეტილება გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხთან მიმართებით. ამ ვითარებისა და ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესთა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში მორიგი სხდომის მოწვევის საფუძველი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბმპ-ჯორჯიას” (ს/კ 211393428) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი (განხილვა);

ბ) დამატებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.

2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 18 დეკემბერი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1100 (თერთმეტი) საათზე.

3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურომ არაუგვიანეს 2015 წლის 8 დეკემბრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

4. განემარტოს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ მან სასამართლოს წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლებესიკ სისვაძე