ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2015 წლის 2 დეკემბერი ქ. თელავი |
განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის
განთავსების გეგმის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
|
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 261 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა. ნებართვა გაიცემა ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ხდება აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
3. აუქციონზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე, კერძოდ:
ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა – ერთი კვადრატული მეტრი – 40 ლარი;
ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი – 30 ლარი.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 წლის ვადით.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც განისაზღვრება სანებართვო პირობებით.
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი);
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 3.5. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) კანონმდბლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ეძლევა _____________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები)
_____________________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღების მისამართი)
საფუძველი (გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა):
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
_______________________ -დან
_______________________ -მდე
სანებართვო პირობები:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
ნებართვა შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვა გაცემულია 20 წლის _______________________
____________________________ ____________________________
ნებართვის მიმღების ხელმოწერა ნებართვის გამცემის ხელმოწერა
რეკლამის განთავსების გეგმა
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ
განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის
განთავსების გეგმის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბსაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი №1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 261 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა. ნებართვა გაიცემა ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.3. აუქციონზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე, კერძოდ:
ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა – ერთი კვადრატული მეტრი – 40 ლარი; ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი – 30 ლარი. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 წლის ვადით. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც განისაზღვრება სანებართვო პირობებით.მუხლი 4. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი🔗
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას. 2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი); ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. დანართი №2 სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები მუხლი 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 3.5. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) კანონმდბლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. დანართი №3 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა ნ ე ბ ა რ თ ვ ა № ეძლევა _____________________________________________________________________________ (ნებართვის მიმღები) _____________________________________________________________________________________ (ნებართვის მიმღების მისამართი) საფუძველი (გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა): __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ნებართვის მოქმედების ვადა: _______________________ -დან _______________________ -მდე სანებართვო პირობები: _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ ნებართვა შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ნებართვა გაცემულია 20 წლის _______________________ ____________________________ ____________________________ ნებართვის მიმღების ხელმოწერა ნებართვის გამცემის ხელმოწერა დანართი №4 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმა გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა გარე რეკლამის ზომა (მეტრი) კოორდინატები1
ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა (გზის გამყოფი)3×6
41055127.3011
45028118.3811
2
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გაზონზე 2 ცალი 3×641055107.9711
45029140.3711
3
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, ყვარლის დასახვევი 2 ცალი 3×641055110.4611
45030102.2011
4
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გზის გამყოფ გაზონზე (მაგნატის წინ) 2 ცალი 3×641055108.6211
45029150.2611
5
ქ. თელავი, ელენე ახვლედიანის ქუჩა, უნივერსიტეტის პირდაპირ3×6
41054137.0011
45028108.1811
6
ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა3×6
41055121.3411
45028111.8311
7
ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი გამაყოლესთან3×6
41055130.5211
45028111.5811
8
ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა ჩრდილოეთით3×6
41055130.0911
45028120.2911
9
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოს ბანკის მიმდებარედ3×6
41055106.8811
45028155.1211
10
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირსა და დავით აღმაშენებლის გადაკვეთაზე სამხრეთით3×6
41055108.8011
45029107.2611
11
ქ. თელავი, თამარისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთა3×3
41055104.8611
45028156.9611
12
ქ. თელავი, სააკაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა, ხევის მარჯვენა სანაპირო2×4
41055119.3511
45028112.7811
13
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირი, თი ბი სი ბანკის მიმდებარედ3×6
41055106.1011
45028154.8411
14
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირი, ყოფილ მე-3 აფთიაქთან3×6
41055106.0511
45028157.6211
15
ქ. თელავი, სააკაძის ქუჩა, თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან3×6
41055111.9311
45028112.2511
16
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირი, მაღაზია ნიკორას მიმდებარედ3×6
41055118.2411
45028119.3411
17
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირი საპატრულო პოლიციის მიმდებარედ3×6
41055107.7111
45029106.1911
18
ქ. თელავის შემოსასვლელი, აღმოსავლეთის მხრიდან, ყვარლის დასახვევი, თბილისის გზატკეცილი3×6
41055111.5511
45030103.2811
19
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილისა და ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთა3×6
41055109.1711
45029155.2311
20
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირსა და თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩის3×6
41055116.1611
45028123.8411
21
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, მაგნატის ქვევით2×5
41055109.3411
45029155.7311
22
ქ. თელავი, ყვარლის დასახვევთან3×6
41055111.7511
45030102.9811
23
ქ. თელავი, ალაზნის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთა2×2
41055129.7211
45028120.0411
24
ქ. თელავი, ალაზნის გამზირი, არხთან5×3
41055104.5611
45028142.3411
25
ქ. თელავი, ნადიკვრის ქუჩა „ინტურისტის“ შესასვლელთან აღმოსავლეთით 3.0×3.041054156.2411
45055101.7011
26
ქ. თელავი, ლეონიძის ქუჩის დასაწყისში – ბავშვთა საავადმყოფოსთან 6.0×3.041054138.3811
45028135.9211
27
ქ. თელავი, გულიაშვილის ქუჩა, საავადმყოფოსა და სასაფლაოს შორის 3.0×3.041054146.5711
45028154.7011
28
თელავი-შაქრიანის ხიდის ავტომაგისტრალი - თელავის შემოსასვლელში ყვარლიდან 6.0×3.041056116.2211
45030136.0911
29
ქ. თელავი, ლეონიძის ქუჩა, სპორტდარბაზთან დასავლეთით 6.0×3.041054146.5711
45028154.7011