ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის II მსოფლიო ომის ვეტერანი, ექიმი გიორგი გაგილაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№454
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №454

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის II მსოფლიო ომის ვეტერანის, ექიმის გიორგი გაგილაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივის საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ნაძალადევის რაიონში მონადირის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ გასასვლელს მიენიჭოს II მსოფლიო ომის ვეტერანის, ექიმ გიორგი გაგილაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი