„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4579-Iს
სარეგისტრაციო კოდი
440050000.05.001.018006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი  1.  „სახელმწიფო  კომპენსაციისა  და  სახელმწიფო  აკადემიური  სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  „პროკურატურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  34-ე  მუხლის  „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით  მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში –  არანაკლებ 4 წლის  სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის:

ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „პროკურატურის  შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება,  თუ  მას  აქვს ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ  კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.“.  

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: 

ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ე)  რაიონული (საქალაქო)  სასამართლოს  თავმჯდომარისათვის  –  სახელმწიფო  პენსიას  დამატებული  სახელმწიფო  პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო  პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;

ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო  სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.“. 

3. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12 და 151 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.“.

4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის

1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა.

2. ამ კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2016 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა. იმავდროულად, ამავე კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2015 წ.

N4579-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4579-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.05.001.018006.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4579-Iს, 27.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.018006 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3074596/