„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5018-IIს
სარეგისტრაციო კოდი
440050000.05.001.018104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:

ა) მამაკაცს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა;

ბ) ქალს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა;

გ) მამაკაცს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 12 წლისა და 6 თვის სტაჟი;

დ) ქალს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:

ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 2 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.“.

2. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 151 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 151 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნაფრენი საათების შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. იმავდროულად, ამ კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5018-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5018-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.05.001.018104.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5018-IIს, 27.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.018104 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3276709/