„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №66

2018 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი –140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:

1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური, ცვლის უფროსი, ცვლის მეთაური, განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განყოფილების უფროსის და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას);“;

2. 78-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში განყოფილების უფროსის და განყოფილების უფროსის მოადგილის, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცმეთაურის, ცვლის უფროსის, ცვლის მეთაურის,  განყოფილების უფროსისა და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი.“;

3. 81-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურისა და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე  განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, პატრულ-ინსპექტორისა და მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ამ წესის 79-ე მუხლით შესაბამისად დანიშნული პირისა, რომელსაც გავლილი არ აქვს შესაბამისი პროგრამა/კურსი;“;

4.  82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ ურთიერთშეთანხმებით 2020 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო ამ წესის 501 მუხლის შესაბამისად ან ამ მოსამსახურის მიერ შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის გამო ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016755.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №66, 14.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016755 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4226004/