„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017228
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №41

2022 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის 82-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის  დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით, 2022 წლის 15 ივნისამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო, ამ წესის 501 მუხლის  შესაბამისად. მოსამსახურე შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პირადი განცხადებით/პატაკით აიყვანება კადრების განკარგულებაში ან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად დაითხოვება სამსახურიდან.

1​1. აკადემიამ 2022 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის (შემდგომში – კურსი) 2022 წლის 15 ივნისამდე გავლის გრაფიკის შემუშავება და დამტკიცების მიზნით მინისტრისათვის წარდგენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017228.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №41, 21.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017228 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5444229/