დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2015 წლის 7 დეკემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობასთან, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენასთან და განხილვასთან დაკავშირებით წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ანგარიშის ჩაბარების წესი
მუხლი 1🔗
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობასთან, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენასთან და განხილვასთან დაკავშირებით შემუშავებული წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენასთან და განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვდრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 3🔗
საჯარო შეხვედრების მოწყობის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან გამოცხადდეს საჯაროდ.
მუხლი 4🔗
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის წარდგენისას სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება სხდომის ოქმი.
მუხლი 5🔗
საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, ასევე მედიის წარმომადგენლების მოწვევაც.
მუხლი 6🔗
საჯარო შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო ადგილას. სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობა.
მუხლი 7🔗
მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 8🔗
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების საჯარო ანგარიშების განხილვას.
მუხლი 9🔗
საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.
მუხლი 10🔗
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიში ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.