წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2015
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2015 წლის 7 დეკემბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 2🔗
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და გამგეობა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 3🔗
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 10 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი