სს „ენერგია XXI“-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2587-08
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ჯამასპიშვილი
განმცხადებელი : მოვალე – სს ,,ენერგია XXI’’
საიდენტიფიკაციო კოდი – 205226931
ელიზბარ ლომინაძე (დირექტორი)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – ირაკლი წიკლაური, ნათია სახოკია
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2008 წლის 27 ივნისს განცხადებით მომართა კავშირმა (ასოციაცია) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითიმო ბაზარმა” და მოითხოვა სს „ენერგია XXI”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა დავით ბიბიჩაძე.
2011 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ’’, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი ვალდებული იყო 2012 წლის 1 თებერვლამდე გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. ზემოაღნიშნული ცვლილების საფუძველზე სს „ენერგია XXI”-ის გაკოტრების მმართველი გახდა აღსრულების ეროვნული ბიურო.
2015 წლის 05 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა სს „ენერგია XXI”-ის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში სს „ენერგია XXI”-ის რეგისტრაციის გაუქმება .
2015 წლის 27 ნოემბერს მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება, გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენილის მიერ წარმოდგენილი იქნა სს „ენერგია XXI”-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და მოითხოვა ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით (იხ. ანგარიში).
გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშით დადგენილია, რომ სრულად არის გასხვისებული სს „ენერგია XXI“-ს კუთვნილი, გაკოტრების მმართველისათვის ხელმისაწვდომი ქონება, რის გამოც გაკოტრების მმართველს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს ამ ეტაპზე არსებული აქტივის – ფულადი თანხის, კრედიტორებზე განაწილება და სს „ენერგია XXI”_ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური განისაზღვრება –კრედიტორისათვის გადასაცემი თანხის 7%-ით.
გაკოტრების მმართველის ინფორმაციით გასანაწილებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 318 615.71 (201 708.98+116 906.73). ამონაგები 318 615.71 ლარი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად:
პირველი რიგის ერთადერთ კრედიტორს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ უნდა გადაეცეს 22 303.10 ლარი (ოცდაორი ათას სამას სამი ლარი და ათი თეთრი) რის შემდეგაც გასანაწილებელი თანხა რჩება 296 312.61 ლარი (318 615.71-22 303.1);
მეორე რიგის კრედიტორს ელიზბარ ლომინაძეს უნდა გადაეცეს 19 600 ლარი (ცხრამეტი ათას ექვსასი ლარი) ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 15 000 ლარი, რის შემდეგაც გასანაწილებელი თანხა დარჩება 261 712,61 ლარი (296 312.61-19 600-15 000);
მესამე რიგის ერთადერთ კრედიტორს დავით ბიბიჩაძეს უნდა გადაეცეს 30 000 ლარი (ოცდა ათი ათასი ლარი), რის შემდეგაც გასანაწილებელი თანხა დარჩება 231 712,61 ლარი (261 712,61-25 000);
მეოთხე რიგის ერთადერთ კრედიტორს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) უნდა გადაეცეს დარჩენილი 231 712,61 ლარი. აღნიშნული კრედიტორის მოთხოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ოდენობა კი არის 37 396 259.2 (37 632 971.81-231 712.61) ლარი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს ა და კრედიტორებს, მიაჩნია , რომ სს „ენერგია XXI”-ის გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დასრულდეს სს „ენერგია XXI”-ის გაკოტრების საქმის წარმოება(საიდენტიფიკაციო კოდი 205226931) .
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს სს „ენერგია XXI”-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 205226931) რეგისტრაციის გაუქმება, (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების ასლის გადაცემიდან ან გამოცხადებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი