სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11836-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11836-15

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – სს ,,პარკ პლეისი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204868492)

დირექტორი – როინ მოსეშვილი

წარმომადგენელი – მალხაზ არბოლიშვილი

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

მოთხოვნა – კრედიტორთა მეორე კრების მოწვევის შესახებ,

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,პარკ პლეისის’’ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

2015 წლის 04 დეკემბერს სასამართლოს მიერ მოწვეული იქნა კრედიტორთა რიგგარეშე კრება. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით „კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა კრებას ესწრებოდა სს „პარკ პლეისის” კრედიტორთა 51%-ზე ნაკლები ოდენობა, შესაბამისად კრედიტორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება კრებაზე განსახილველ საკითხებზე.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეულ იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა.

1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.  

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

   მოსამართლე                                                                      თამარ ჭუნიაშვილი