„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავის დებულების შესრულების თობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/10733
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ:

2015 წლის მონაცემებით:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 24 განცხადება;

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 24 მოთხოვნა;

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია;

4. ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია;

5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ;

6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია;

7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის  გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

8. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახელების დადების შესახებ ფაქტს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ, ადგილი არ ჰქონია;

9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 160 ლარი.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                დ . მაღლაკელიძე