თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ანგარიში
2015 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მასმედიის წარმომადგენელთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 637 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 437 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 42 განცხადება, 151 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, 7 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით, 1 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. 151 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 437 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებების ასლების, მათი განხილვის ვადების დაცვის, სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა კატეგორიის დავებზე სასამართლო მასალებისა და აქტების ქსეროასლებს.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, თავმჯდომარის ბიუროს უფროსი კონსულტანტი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტები, კანცელარიის განყოფილების უფროსი ან კანცელარიის განყოფილების უფროსი კონსულტანტები.
საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტვებგვერდი http://tcc.gov.ge/, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული. რაც შეეხება თვით სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას – სასამართლოს კოლეგიებს შექმნილი აქვთ მასალების აღრიცხვის (საძიებო) კომპიუტერული პროგრამა ექსელში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
- „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 07.12.2015. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №0, 07.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3077228/