თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2015
ძალის დაკარგვა 08.04.2021
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,048 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2015 მიღება
08.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2015 წლის 7 დეკემბერი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:  ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის;  ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან;  გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება; დ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში არსებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია –  www.terjola.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს თერჯოლის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, ამ დებულების შესაბამისად. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დროულ განთავსებას; დ)  ვებგვერდზე  შემოსული წინადადებების,  წერილების სისტემატიზაციას და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემას; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია და საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ)  თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ)  მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე)  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური); გ) ერთჯერადი. მუხლი 4🔗.  ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას. 2.  ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში  განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი კატეგორიებია: 1.    თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესახებ; 2.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა; 3.    თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 4.  სამართლებრივი აქტები; 5.    სამართლებრივი აქტების პროექტები; 6.    საკრებულოს სხდომების განრიგი; 7.  განცხადებები; 8. თერჯოლის ტურიზმი; 9.  თერჯოლის სოფლის მეურნეობა; 10.   თერჯოლის მეღვინეობა; 11. ეკონომიკა და ბიზნესი; 12.  განათლება და კულტურა; 13. სპორტი; 14.   საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ; 15.  მედიცინა და ჯანდაცვა ; 16. ტაძრები და მონასტრები ; 17. მედია. მუხლი 6🔗. ვებგვერდის კატეგორიათა სტრუქტურა 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის შესახებ კატეგორია მოიცავს ინფორმაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიის, ფლორისა და ფაუნის და კლიმატის შესახებ. 2.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კატეგორია მოიცავს შემდეგ  დამატებით კატეგორიებს: ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, განათლება, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); გ) გამგეობის სამსახურები; დ) გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); ე) გამგეობის დებულება; 3.  საკრებულოს კატეგორია იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ა) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); ბ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა); გ) საკრებულოს თავმჯდომარე (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); დ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); ე) საკრებულოს კომისიები;  ვ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); ზ) საკრებულოს ფრაქციები; თ) საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, განათლება, პროფესია); ი) საკრებულოს აპარატი ; კ) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; ლ) საკრებულოს რეგლამენტი; მ)  მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. 4. სამართლებრივი აქტების კატეგორია მოიცავს შემდეგ დამატებით კატეგორიებს: ა) საკრებულოს დადგენილებები; ბ) საკრებულოს განკარგულებები; გ) კომისიის გადაწყვეტილებები (დასკვნები) ; დ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები; ე) გამგებლის ბრძანებები ; ვ)  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 5. სამართლებრივი აქტების პროექტების კატეგორია მოიცავს შემდეგ დამატებით კატეგორიებს: ა) საკრებულოს დადგენილებების პროექტები; ბ) საკრებულოს განკარგულებების პროექტები; გ) საკრებულოს სამართლებრივ აქტების პროექტებზე დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების წარდგენის ვადები და წესები; დ) სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვებში მონაწილეობის ფორმები; ე) საკრებულოს სხდომების განრიგის კატეგორია მოიცავს ინფორმაციას საკრებულოს სხდომების განრიგის შესახებ (საკრებულოს მორიგი სხდომების კალენდარს წლის განმავლობაში). 6.  კატეგორია – განცხადებები – მოიცავს შემდეგ დამატებით კატეგორიებს: ა) საჯარო კონკურსები; ბ) აუქციონები; გ) ტენდერები. 7. კატეგორია – თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტურიზმი – მოიცავს შემდეგ დამატებით კატეგორიებს: ა) ტურიზმის სახეები; ბ) ტურიზმის მარშრუტები; გ)  სასტუმროები; დ) საოჯახო ტიპის სასტუმროები; ე)  რესტორნები; ვ) სამზარეულო; ზ)  დღესასწაულების კალენდარი; თ)  ნადირობა; ი) თევზჭერა; კ) საოჯახო ტიპის მარნები; ლ) ღვინის ფესტივალი. 8. კატეგორია – თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობა – მოიცავს შემდეგ კატეგორებს: ა) მემცენარეობა; ბ) მეცხოველეობა; გ) გადამამუშავებელი საწარმოები; დ) ვაზის გავრცელებული ჯიშები; ე)  საოჯახო ღვინის სახლები; ვ) სასათბურე მეურნეობები; ზ)  ნადირობა; თ)  თევზჭერა; ი) საოჯახო ტიპის მარნები; კ) ღვინის ფესტივალი. ლ) კატეგორია მეღვინეობა მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ლ.ა) მეპიტონიკეობა; ლ.ბ)  ვაზის გავრცელებული ჯიშები; ლ.გ)  ღვინის ქარხნები; ლ.დ) საოჯახო ღვინის სახლები; ლ.ე) ღვინის ფესტივალი. 9. კატეგორია – ეკონომიკა და ბიზნესი –  მოიცავს შემდეგ კატეგორიებს და ქვეკატეგორიებს: ა) ბუნებრივი რესურსები: ა.ა) წყლის რესურსები; ა.ბ) მიწის რესურსები; ა.გ)  წიაღისეული. ბ)  თერჯოლის მრეწველობა: ბ.ა) მძიმე მრეწველობა; ბ.ბ) მსუბუქი მრეწველობა.     გ) სოფლის მეურნეობა: გ.ა) მემცენარეობა; გ.ბ) მეცხოველეობა; გ.გ) გადამამუშავებელი საწარმოები; გ.დ) ვაზის გავრცელებული ჯიშები; გ.ე) საოჯახო ღვინის სახლები. 10.  კატეგორია – განათლება და კულტურა – მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებები: ა.ა) საჯარო სკოლები; ა.ბ) სახელოვნებო სკოლები. ბ) საზოგადო მოღვაწეები: ბ.ა) ღვაწლმოსილი პედაგოგები,  ბ.ბ) პროფესორები ; ბ.გ) მეცნიერები; ბ.დ) მხატვრები. გ) მწერლობა: გ.ა) მწერლები; გ.ბ) მუზეუმები. დ) კულტურული მემკვიდრეობა: დ.ა) რელიგია: დ.ა.ა) ეკლესია მონასტრები; დ.ა.ბ) მრევლი. დ.ბ) ფოლკლორი: დ.ბ.ა) მომღერლები; დ.ბ.ბ) ფოლკლორული ანსამბლები. დ.გ) მატერიალური კულტურის ძეგლები. 11. კატეგორია სპორტი მოიცავს კატეგორიებს: ა) ფეხბურთი; ბ) საფეხბურთო კლუბი ,,საპოვნელა“; გ) ჭადრაკი; დ) კალათბურთი; ე) ავტორალი; ვ) მაგიდის ჩოგბურთი; ზ) ჭიდაობა. 12. კატეგორია – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ; 13. კატეგორია – ტაძრები და მონასტრები ; 14. კატეგორია – მედიცინა და ჯანდაცვა ; 15. კატეგორია – მედია. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ვებგვერდის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.