ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 57 განცხადება. აქედან საქართვერლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80მუხლის შესაბამისად 4 განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხერლმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში, დავით ჭანტურიას მიერ. გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 53 (ორმოცდათორმეტი)აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 14 (თოთხმეტი), ადმინისტრაციულ ორგანოზე 4 (ოთხი), მედიასაშუალებებზე
6 (ექვსი), იურიდიულ პირებზე 29 (ოცდაცხრა). 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია