ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/63
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2015 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით

 

1. 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 35 განცხადება.                   

გაცემულ საჯარო ინფორმაციაზე შესწორების შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება.

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ არ მიღებულა არცერთი გადაწყვეტილება.

2. მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 35 გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 5 თებერვლის №29 ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) დიანა მუსაშვილის მიერ, ხოლო 19 ნოემბრის №28 ბრძანებითგანსაზღვრული პასუხისმგებელი პირის - საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) ნონა მთიულიშვილის მიერ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის განმავლობაში არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მონაცემთა ბაზის ფორმირება (ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა) ხდება საკრებულოს აპარატის მიერ. საჯარო მონაცემთა ბაზა განთავსებულია საკრებულოს შენობაში (ქალაქი ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №49 ) სპეციალურად გამოყოფილ არქივის ოთახში. საჯარო მონაცემთა ბაზა შედგება შემდეგი სექციებისაგან:

ა) ადგილობრივი ორგანიზაციებიდან შემოსული დოკუმენტები;

ბ) ადგილობრივ ორგანიზაციებში გაგზავნილი დოკუმენტები;

გ) სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული დოკუმენტები;

დ) სხვადასხვა ორგანიზაციებში გაგზავნილი დოკუმენტები;

ე) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან შემოსული დოკუმენტები;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაგზავნილი დოკუმენტები;

ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსული პროექტები;

თ) მოქალაქეთა და იურიდიული პირების განცხადებები;

ი) მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის გაგზავნილი დოკუმენტები;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;

ლ) გაცემული საჯარო ინფორმაციები;

მ) ადგილობრივი შესყიდვები;

 ნ) ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტების რეესტრი;

ო) საკრებულოს სხდომის ოქმები, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები, განკარგულებები და სხვა დოკუმენტები;

 პ) საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები;

ჟ) საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმები;

რ) საკრებულოს ფრაქციების სხდომის ოქმები;

საკრებულოს აპარატი 09/07/2015 წლიდან გადავიდა ელექტრონული საქმის წარმოებაზე EMS პროგრამაზე.

საკრებულოს აპარატის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ინახება როგორც მატერიალური (დედნის სახით), ისე ელექტრონული ფორმით.

პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა.

4. ახმეტის საკრებულოს აპარატში არ მომხდარა საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.

5. საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, საკრებულოს მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას ადგილი არ ჰქონია.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      გელა ჯუგაშვილი