ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2015 წლის ანგარიში
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2015 წლის ანგარიშს:
(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2015 წლის 02 ივნისიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2015 წლის საანგარიშო პერიოდში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 6 მაისის №18. 37.533 განკარგულებით დაფუძნდა ქალაქ თბილისის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,“ რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის 02 ივნისიდან) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ შემოვიდა სულ 3 (სამი) წერილი, მათ შორის 2 (ორი)
შემოსულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილზე თანდართვით და 1 (ერთი) იურიდიული პირისგან
.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში
საჯარო ინფორმაციის გაცემა
ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პასუხად გაცემულ იქნა 2 (ორი) საჯარო ინფორმაცია.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით იურიდიულ პირზე პასუხად გაცემულ იქნა 1 (ერთი) საჯარო ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“
დირექტორის „მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის“ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუმართავს. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
2015 წლის საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“
დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს“
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
არცერთი საჯარო უწყებისათვის და განმცხადებლისათვის არ გაუცია და შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები. ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
აქედან გამომდინარე არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“
დირექტორის ბრძანება №31. 29.09.2015წ. შესაბამისად საჯარო ინფორმაციიის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით (სამსახურებრივი ელ. ფოსტა HR@youthpalace.ge)) პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – თინა მესტვირიშვილი. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – მაია ჩადუნელი (სამსახურებრივი ელ. ფოსტა PR@youthpalace.ge).
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4
პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“
მიერ წარმოდგენილი ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“
ოფიციალურ ვებგვერდზე www.youthpalace.ge: საჯარო ინფორმაციის ქვეგანყოფილებაში – ზოგადი ინფორმაციები.
დირექტორი
ქეთევან ფეიქრიშვილი