სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2015 წლის ანგარიშს: (საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემოვიდა სულ 9(ცხრა) წერილი, მათ შორის 4 (ოთხი) შემოსულია ფიზიკური პირის მიერ და 5 (ხუთი) იურიდიული პირისგან .
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ფიზიკური პირისადმი პასუხად გაცემულ იქნა 4 (ოთხი) საჯარო ინფორმაცია.
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით იურიდიულ პირზე პასუხად გაცემულ იქნა 5 (ხუთი) საჯარო ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.
მოთხოვნით სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუმართავს. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
2015 წლის საანგარიშო პერიოდში მოთხოვნით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
მოთხოვნით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არცერთი საჯარო უწყებისათვის და განმცხადებლისათვის არ გაუცია და შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები. ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის №360 08.12.2015 წ. ბრძანების შესაბამისად საჯარო ინფორმაციიის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით (სამსახურებრივი ელ. ფოსტა m.khutunishvili@manuscript.ac.ge)) პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ცენტრის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი - მარიამ ხუტუნიშვილი. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – მარიამ კიკალიშვილი (სამსახურებრივი ელ. ფოსტა PR@manuscript.ac.ge).
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მოთხოვნით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება მოთხოვნით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.manuscript.ge საჯარო ინფორმაციის ქვეგანყოფილებაში –ზოგადი ინფორმაციები.
დირექტორი ზაალ აბაშიძე