ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2015
ძალის დაკარგვა 02.10.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016267
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| რიგითი № | ფორმის დასახელება |
| № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.09.2018
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2015 წლის 15 დეკემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლი მე-14 ნაწილი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდე ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. (დანართი №1 თანერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2 თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა.(დანართი №3 თანერთვის).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის
ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა. (დანართი № 4 თანერთვის).
მუხლი 5🔗
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის,„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. http://www.matsne.gov.ge 01025002035122016173
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი
1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი, სერია და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. ხონის მუნიციპალიტეტში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით,უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი).
4. ოქმების გატანის უფლება (წერილობითი მოთხოვნით) აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომელს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მუხლი 3🔗.
ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი, გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
მუხლი 4🔗.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება
1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა. ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს ( ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს;
ბ. მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
გ. მესამე – რჩება ოქმის შემდგენთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გააუქმებს მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა. ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები ( ასეთი პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი – იურიდიული პირის
http://www.matsne.gov.ge 01025002035122016173 მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები;
დ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე. ნორმატიული აქტი რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ. მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
7. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა- განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლებრივი საქმე.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა. ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ. ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის (დანართი №4) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს № 824 ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
....... .......................... 20......წ.
..................................................................................................................................................................
(ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
ხონის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა
..................................................................................................................................................................
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20.... წლის ...... ........... გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:
.................................................................................................................................................................
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია
...................................................................................................................................................................
(ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
..................................................................................................................................................................
(იურიდიული პირის ვინაობა, სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემის ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
..................................................................................................................................................................
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:
....................................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................................
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზეც შედგა ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ....... მუხლითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები (თუ მოწმეები არ არიან კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელებადა გაცემის თარიღი)
2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ოქმს ერთვის/არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება:-------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმომწერები:
ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე:---------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:-------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
რიგითი №
ფორმის
დასახელება
რეგისტრაციის ნომერი
რეგისტრაციის თარიღი
ფორმის
კატეგორია
ოქმის
ნომერი
სამართალ
სუბიექტის რეკვიზიტები
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი №4
ა ქ ტ ი
( ფ ო რ მ ა )
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
/ აქტის შედგენის ადგილი/
–––––––––––––––––––––––––– 20 წელი
№
რაოდენობა
ინდივიდუალური ნომერი /ნომრები/
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის
ფორმების ჩამოწერის სისწორეს: