ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №77 |
|
2018 წლის 26 სექტემბერი ქ. ხონი |
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის მიხედვით;
ბ) საჯარიმო ქვითრის ფორმა, დანართი №3-ის მიხედვით;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითარის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის მიხედვით;
დ) დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №5-ის მიხედვით;
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №6-ის მიხედვით;
|
2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.
2. ოქმისა და საჯარიმო ქვითრების მომარაგებას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად . ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ხონის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში .
3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია . ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური ) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან , რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ , ნუმერატორით მითითებული ნომრით . ოქმზე მიეთითება სერია „აო “, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს , ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ“, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს . ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან ) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით .
4. წინამდებარე წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტისა და მე -6 მუხლის მე -4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით , იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად , ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი მზადდება 2 ეგზემპლარად .
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს , რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა . მინდობილობა (რწმუნებულება ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ -ერთ საჯარო მოსამსახურეს . მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით ხონის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე , სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) მიღება -ჩაბარების აქტით .
2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნლის ფორმა განისაზღვრება თანახმად №4 დანართისა.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორით ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებზე გაცემას, ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა), ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ- ერთ საჯარო მოსამსახურეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის მერი.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის მერს.
2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება სამსახურის უფროსთან.
5. თუ ადმინისტრაციული ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის უფროსი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით, არსებობის შემთხვევაში, დამოწმებული).
2. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად .
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად . შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს , რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი . ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში , ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში .
4. ოქმი , მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა , თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ , დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს ), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე .
2. საჯარიმო ქვითრის ნიმუში (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან :
ა ) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი ;
ბ ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა .
3. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით . საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში , ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით , იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ საჯარიმო ქვითრის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი ). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული ) საჯარიმო ქვითრები უკლებრივ , ყოველი თვის ბოლოს, სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით , ხონის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება ) პასუხისმგებელ პირს .
4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად , რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში , რომლის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება , ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს .
5. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ , ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
6. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოსამსახურე , გარდა მე -10 პუნქტისა .
7. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად .
8. საჯარიმო ქვითარი , მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა , თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ , დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული ) წიგნში .
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და სჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი, თუ მის შედგენაზე უფლებამოსილ პირად არ არის განსაზღვრული მოცემული სამსახურის უფროსი. ჩამოწერის აქტს, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემის შემდეგ, ხელს აწერს აგრეთვე ეს პასუხისმგებელი პირი, თუ იგი ადასტურებს ჩამოწერილი ფორმების სისწორეს.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი N0000000000
1. ოქმის შედგენის თარიღი, ადგილი: ______________________________________________________
(რიცხვი, თვე, წელი, მისამართი)
2. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი:
____________________________________________________________________________
3. სამართალდამრღვევის მონაცემები: ________________________________________________
ფიზიკური პირი (სახელი, მამის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
_______________________________________________________________________________
იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი)
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _____________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ________ მუხლის __________ ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ___________ ლარის ოდენობით.
6. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები:
_______________________________________________________________________________________
7. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება:
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
(ახსნა-განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
8. სახაზინო კოდი: _______________ მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: _______________
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: ___________________________
სამართალდამრღვევი: _________________________________________________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
შენიშვნა: _________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობები და 273-ე მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის
დანართი №3
საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 00000
1. შედგენის თარიღი:_____________________________
2. შედგენის ადგილი: ____________________________________________________
(რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
4. სამართალდამრღვევის მონაცემები:
___________________________________________________________________________
ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
_________________________________________________________________________________________
იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:
_________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______ მუხლის______ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას__________________ლარის ოდენობით.
7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები:
_______________________________________________________________________________
8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება:
_________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
(ახსნა-განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე: ________________
_____________________________________________________________________
(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა ________________________________________
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა __________________________________________
სამართალდამრღვევი:
______________________________________________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)
შენიშვნა: _____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
N00000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1.______________________________________________________
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2.______________________________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3.______________________________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4.______________________________________________________
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
5.______________________________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6.______________________________________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: _____________________________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი: ___________________________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: ______________________________
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო
დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
მოქალაქეს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ (ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერია, მის.: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6).
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №4
ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი
|
დანართი №5
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №6
(ფორმა)
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების ჩამოწერის აქტი
-------------------20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
|