ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2015 წლის 15 დეკემბერი ქ. ხონი |
ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა. (დანართი № 4 თანერთვის).
|
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. ხონის მუნიციპალიტეტში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით,უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი).
4. ოქმების გატანის უფლება (წერილობითი მოთხოვნით) აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომელს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი, გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა. ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს ( ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს;
ბ. მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
გ. მესამე – რჩება ოქმის შემდგენთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გააუქმებს მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა. ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ. მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები ( ასეთი პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი – იურიდიული პირის
http://www.matsne.gov.ge 01025002035122016173 მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები;
დ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე. ნორმატიული აქტი რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ. მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
7. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა- განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლებრივი საქმე.
ა. ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ. ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის (დანართი №4) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს № 824 ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
....... .......................... 20......წ.
..................................................................................................................................................................
(ოქმის შედგენის თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
ხონის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა
..................................................................................................................................................................
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20.... წლის ...... ........... გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:
.................................................................................................................................................................
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია
...................................................................................................................................................................
(ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
..................................................................................................................................................................
(იურიდიული პირის ვინაობა, სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემის ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
..................................................................................................................................................................
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:
....................................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................................
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზეც შედგა ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ....... მუხლითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები (თუ მოწმეები არ არიან კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელებადა გაცემის თარიღი)
2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დასახელება, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ოქმს ერთვის/არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება:-------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმომწერები:
ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე:---------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:-------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
|
ა ქ ტ ი ( ფ ო რ მ ა ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ / აქტის შედგენის ადგილი/ –––––––––––––––––––––––––– 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: |