თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 09.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №60/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2015
matsne.gov.ge 428 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 09.09.2016 თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 24.12.2015 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 07.09.2021 საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 14.09.2024 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 25.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №60/2015 2015 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 169​2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები: 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”: ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა” ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა”; ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა”; გ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე არაუადრეს 42-ე და არაუგვიანეს 38-ე დღისა”; დ) 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადების – „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან” ნაცვლად, „არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან”; ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა”; ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43 დღისა”; ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა.”. მუხლი 2🔗 თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2014 წლის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს. მუხლი 3🔗 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი