თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის პროცედურის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №73/2015 |
|
2015 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პარტიას, რომლის რიგითი ნომრის მინიჭებაც ამ არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცესკოს სხდომაზე მიენიჭება რიგითი ნომერი წინამდებარე დადგენილების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, წილსყრაში არ მონაწილეობენ ის რიგითი ნომრები, რომლებიც პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს მიენიჭათ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|