თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების გამოვლენის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლში აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტში შემავალი ერთ-ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრია, ასეთ შემთხვევაში საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება არ აქვს ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს.
მუხლი 4
თვითმმართველი თემის –
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება.
ამ დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი წესების რეალიზების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ საარჩევნო ბლოკების „ქართული ოცნება” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
თამარ ჟვანია
კომისიის მდივანი
გიორგი ჯავახიშვილი
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია